რეპეტიტორის გვერდი

ისტორიის გაკვეთილები.

დამხმარე მასალები ისტორიის გაკვეთილის მომზადების პერიოდში, რომელიც განკუთვნილია მე-7-12 კლასის მოსწავლეებისათვის:





მსოფლიოს ისტორიის
 ძირითადი მოვლენები

აქ ძირითადად მოცემული მაქვს ცოდნის ის სავალდებულო მინიმუმი, რომელიც უნდა იცოდეს სკოლის მოსწავლემ.

კასტების  ( ვარნები) სისტემა ინდოეთში
1.        ბრაჰმანები (ქურუმები)
2.        ქშატრიები (მეომრები)
3.        ვაიშიები (ვაჭრები, ხელოსნები და მიწათმოქმედნი)
4.        შუდრები (მოსამსახურეები)
ეპოსები
შუამდინარული - სიმღერა გილგამეშზე
ბერძნული - ჰომეროსის პოემები ოდისეა და ილიადა
ფრანგული - სიმღერა როლანდზე
ინგლისური - ბეოვულფი
გერმანული - სიმღერა ნიბელუნგებზე
ესპანური - სიმღერა ჩემს სიდზე
სკანდინავიური - უფროსი ედა და უმცროსი ედა
სპარსული - ფირდოუსის შაჰ ნამე
ჩინური - ში ცზი
იაპონური - მოთხრობა გენძის შესახებ
არაბული - ათას ერთი ღამე
რუსული - ამბავი იგორის ლაშქრობისა
სომხური - დავით სასუნელი
აზრბაიჯანული - ნიზამის ლეილი და მეჯნუნი
იტალიური - დანტეს ღვთაებრივი კომედია


ისტორიის მამა - ბერძენი ჰეროდოტე (ძვ.. V )
ისტორიის დედა - ქალღმერთი კლიო.
რეალისტები - აცხადებენ, რომ ომები და კონფლიქტები გარდაუვალია.
ოპტიმისტები ანუ იდეალისტები (ჰუგო გროციუსი) - აცხადებენ, რომ საერთაშორისო  სამართლებლივი ჩარჩოებში მოქცევით, კონფლიქტებს თავიდან ავიცილებთ.
ჰიქსოსები - აზიელი ტომები, რომლებმაც დაიპყრეს ეგვიპტე.
IV ათასწლეული- ძველი ეგვიპტის სახელმწიფოს წარმოშობა მდ. ნილოსის გასწვრივ.
მენესი-ეგვიპტის პირველი ფარაონი.
1274 . ქადეშის ბრძოლა ეგვიპტესა (რამზესი) და ხეთებს (მუვათალი) შორის. მათ შორის დადებული ზავი, პირველი წერილო- ბითი ზავია.
IV ათასწლეული - შუამდინარული ( მესოპოტამიის) ცივილიზაციის წარმოშობა მდინარეებს: ტიგროსი და ევფრატს შორის.
აქადის მეფემ სარგონმა შექმნა პირველი მუდმივი არმია.
პირველი კანონები შექმნა ბაბილონის მეფემ ჰამურაპმა.
ყველაზე ძლიერი იყო ასურეთის მეფე ტიგლატფილასარი.
ძვწ. 490 . მარათონის ბრძოლა აქემენიდურ სპარსეთსა და საბერძნეთს შორის.
ძვწ. 480 . თერმოპილეს ბრძოლა აქემენიდურ სპარსეთსა და საბერძნეთს შორის. (300 სპარტელი და მეფე ლეონიდასი).
ძვ.. IV . ალექსანდრე მაკედონელი.
მამა - ფილიპე II.
დედა - ოლიმპიადა (მირტალიდა).
ცხენი - ბუკეფალი.
ძვ.. 331 . გავგამელას ბრძოლა ალ. მაკედონელსა და სპარს დარიოს III აქემენიდს შორის.
3 პუნიკური ომი იყო რომსა და კართაგენს შორის. ძვ.. III-II სს. (ჰანიბალი).
მუსლიმური რელიგიის შემქმნელია მუჰამედი (VII ).
ხალიფა - ეწოდებოდა არაბ მეფეებს: აბუ ბექრი, ომარი, ოსმანი, ალი.
მუსლიმების წმინდა წიგნია ყურანი.
სელჩუკები - XI საუკუნის დამპყრობლები: სელჩუკი, თოღრულ ბეგი, ალფ არსლანი და მალიქ შაჰი.
 მედრესი - მუსლიმთა სკოლები.
1080 . დიდი თურქობა - სელჩუკები შემოდიან საქართველოში და აქ სახლდებიან.
სულ იყო 8 ჯვარისნული ომი (XI-XIII წწ), ქრისტეს საფლავის გასანთავისუფლებლად: 1) 1096-1099 წწ. 4) 1202-1204 წწ.
1299 . ოსმანმა შექმნა ოსმალთა სასულთნო.
1453 . ოსმალთა სულთანმა მეჰმედ II აიღო კონსტანტინოპოლი.
1571 . ლეპანტოს ბრძოლა ოსმალებსა და ევროპის ფლოტს შორის.
გილდია - ვაჭართა კავშირი.
ჰანზა - სავაჭრო ქალაქთა კავშირი.
ბურჟუა - ქალაქის მაცხოვრებელი.
ფეოდი - ნაკვეთი ევროპაში.
ბენეფიციუმი - მიწის გადაცემა სამსახურის სანაცვლოდ.
ინვესტიტურა - იმპერატორი ნიშნავს საერო და სასულიერო პირებს.
313 წ მილანის რომის იმპერატორმა კონსტანტინემ ქრისტიანობა ნებადართულად გამოაცხადა.
1598 წ ნანტის საფრანგეთის მეფემ ჰენრი IV ჰუგენოტების და კათოლიკეთა უფლებები გაათანაბრა
1122 წ ვორმსის კონკორდატი - მეფე ნიშნავს საერო, პაპი კი სასულიერო პირებს.
ბორბალი - შუმერებმა
ანბანი - ფინიკიელებმა
ოლიგარქია - მცირეთა მბრძანებლობა სპარტაში
დემოკრატია - ხალხის მმართველობა ათენში
პოლისი - ქალაქ-სახელმწიფო საბერძნეთში
აკროპოლისი - გორაკზე ციხე პოლისში
აგორა - საბაზრო მოედანი პოლისში
ელინისტური - სხვადასხვა კულტურების შერწყმა
ტრიუმვირატი - სამთა მმართველობა
ტეტრარქია - ოთხთა მმართველობა
ბენეფიციუმი - მიწის გადაცემა სამსახურის სანაცვლოდ
ინვესტიტურა - მეფის მიერ საერო და სასულიერო პირების დანიშვნა
ოპრიჩნინა - რუსეთში სადამსჯელო არმია ძველად
ყურულტაი - მონღოლ ბელადთა კრება
რენესანსი - ხელმეორედ დაბადება
ინდულგენცია - ცოდვის გამოსასყიდი ცნობა
თერმიდორიანული გადატრიალება - 1794 წ იაკობინელთა დასჯა
ბრიუმერის გადატრიალება - 1799 წ ნაპოლეონის მიერ დირექტორიის გარეკვა
დირექტორია - 5 კაციანი მმართველობა
ურბანიზაცია - ქალაქების ზრდა
პაუპერიზაცია - სიღარიბის ზრდა
აბოლიციონისტი - მონობის მოწინააღმდეგე აშშ-ში
ფაშიზმი - კონა, გაერთიანება (მუსოლინი)
ახალი კურსი - აშშ პრეზიდენტ რუზველტის პროგრამა
ანშლიუსი - მიერთება
ლენდ-ლიზი - აშშ დახმარება ომში საბჭოთა კავშირისადმი
ცივი ომი - იდეოლოგიური დაპირისპირება აშშ-სსრკ შორის (ჩერჩილი)
რკინის ფარდა - საზღვარი ევროპაში სოციალისტურ და კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის
ოვერლორდი - მეორე ფრონტის გახსნა II მსოფლიო ომში
სატიაგრაჰა - ინდოეთში არაძალადობრივი მოძრაობა (მაჰათმა განდი)
სეგრეგაცია - ჩაგვრა კანის ფერის გამო ამერიკაში (მარტინ ლუთერ კინგი)
აპარტეიდი - ზანგთა უუფლებო მდგომარეობა სამხრეთ აფრიკაში (ნელსონ მანდელა)
ტოტალიტარიზმის პერიოდი - სტალინი
უძრაობის ხანა - ბრეჟნევი
დათბობის ხანა- ხრუშჩოვი
გარდაქმნის და დაჩქარების - გორბაჩოვი
 მსოფლიო ისტორია 4 ნაწილად იყოფა: ძველი, შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი ისტორია.
1122 . ვორმსის კონკორდატი - სამღვდელოებას ირჩევდა პაპი, საერო ხელმძღვანელს - იმპერატორი.
ფრენსის დრეიკი, ჰენრი მორგანი - მეკობრეები ანუ ფლიბუსტიერები.
1588 . უძლეველი არმადის განადგურება (ესპანეთი-ინგლისი).
1618-1648 წწ. 30 წლიანი ომი პროტესტანტებსა და კათოლიეებს შორის. დამთავრდა ვესტფალიის ზავით.
1640-1648 წწ. ინგლისის რევოლუცია. (მეფე ჩარლზ I სტიუარტი და ოლივერ კრომველი).
1789 წლის 14 ივლისი - საფრანგეთის რევოლუცია დაიწყო ციხე ბასტილიის აღებით.
ამ დროს მეფე-დედოფალი იყო ლუდოვიკო XVI და მარია-ანტუანეტა.
იაკობინელები ეწოდებოდათ ფრანგ რევოლუციონერებს. მათი ლიდერი იყო რობესპიერი.
გილიოტინა - დასასჯელი მოწყობილობა საფრანგეთში.
მარსელიოზა - საფრანგეთის ჰიმნი.
1794 . თერმიდორული გადატრიალება - იაკობინელთა დასჯა.
1799 . ბრიუმერის გადატრიალება - ნაპოლეონის მიერ მთავრობის გარეკვა.
ნაპოლეონი XVIII-XIX სს. ფრანგი იმპერატორი.
1805 . აუსტერლიცის ბრძოლა - ნაპოლეონმა დაამარცხა ავსტრია-რუსეთი.
1815 . ვატერლოოს ბრძოლა - ნაპოლეონის ბოლო ბრძოლა. დამარცხდა და გადაასახლეს კუნძულ წმინდა ელენაზე.
1848 . რევოლუციების წელი ანუ ხალხთა გაზაფხული ევროპაში.
1861 . შეიქმნა იტალია ( გრაფი კამილო კავური და ჯუზეპე გარიბალდი. გამეფდა სავოიას დინასტია).
1871 . შეიქმნა გერმანიის იმპერია (ოტო ბისმარკი. გამეფდა ჰოჰენცოლერნების დინასტია).
კონკისტადორები - ესპანელი თავგადასავლების მაძიებელი ჯარისკაცები.
ერნან კორტესმა დაიპყრო აცტეკების იმპერია 1521 . მონტესუმა
ფრანსისკო პისარომ დაიპყრო ინკების იმპერია 1532 . ეს იმპერიები მდებარეობდა ამერიკის კონტინენტზე.
პირველი ინგლისელი მოსახლეები ამერიკაში გადადიან 1607 წელს გემ ,,მეიფლაუერით
აშშ პირველი ინგლისური კოლონია იყო ვირჯინია.
აშშ პირველი ქალაქი იყო ჯემსთაუნი.
აშშ შეიქმნა 13 კოლონიის საფუძველზე.
აშშ შეიქმნა ,,დამოუკიდებლობის დეკლარაციისსაფუძველზე, რომელიც დაწერა ჯეფერსონმა.
აშშ შეიქმნა 1776 წლის 4 ივლისს.
აშშ პირველი პრეზიდენტი იყო ჯორჯ ვაშინგტონი, დედაქალაქი - ფილადელფია.
აშშ კონსტიტუცია დაწერა ჯეიმს მედისონმა.
აბოლიციონისტი ერქვათ მონობის მოწინააღმდეგეებს ამერიკაში.
1861-1865 წწ. იყო სამოქალაქო ომი აშშ-ში.
მონობა აშშ გააუქმა პრეზიდენტმა ლინკოლნმა 1862 ..
ლათინური ამერიკის განმანთავისუფლებლები არიან სიმონ ბოლივარი და სან მარტინი.
კონკისტადორები - ესპანელი თავგადასავლების მაძიებელი ჯარისკაცები.
ერნან კორტესმა დაიპყრო აცტეკების იმპერია 1521 . მონტესუმა
ფრანსისკო პისარომ დაიპყრო ინკების იმპერია 1532 . ეს იმპერიები მდებარეობდა ამერიკის კონტინენტზე.
პირველი ინგლისელი მოსახლეები ამერიკაში გადადიან 1607 წელს გემ ,,მეიფლაუერით
აშშ პირველი ინგლისური კოლონია იყო ვირჯინია.
აშშ პირველი ქალაქი იყო ჯემსთაუნი.
აშშ შეიქმნა 13 კოლონიის საფუძველზე.
აშშ შეიქმნა ,,დამოუკიდებლობის დეკლარაციისსაფუძველზე, რომელიც დაწერა ჯეფერსონმა.
აშშ შეიქმნა 1776 წლის 4 ივლისს.
აშშ პირველი პრეზიდენტი იყო ჯორჯ ვაშინგტონი, დედაქალაქი - ფილადელფია.
აშშ კონსტიტუცია დაწერა ჯეიმს მედისონმა.
აბოლიციონისტი ერქვათ მონობის მოწინააღმდეგეებს ამერიკაში.
1861-1865 წწ. იყო სამოქალაქო ომი აშშ-ში.
მონობა აშშ გააუქმა პრეზიდენტმა ლინკოლნმა 1862 ..
ლათინური ამერიკის განმანთავისუფლებლები არიან სიმონ ბოლივარი და სან მარტინი.
1801 . რუსეთმა დაიპყრო აღმოსავლეთ საქართველო.
აღ. საქართველოს ბოლო მეფე იყო გიორგი XII.
1810 . რუსეთმა დაიპყრო დასავლეთ საქართველო.
დას. საქართველოს ბოლო მეფე იყო სოლომონ II.
რუსეთის მეფე ამ დროს იყო ალექსანდრე I.
1817-1864 წწ. ჩრდილო კავკასიელთა ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც მეთაურობდა შამილი.
1914-1918 წწ. I მსოფლიო ომი ეს ომი დამთავრდა ვერსალის ზავით.
1917 . მოხდა მეფის დამხობა რუსეთში. ბოლო მეფე იყო ნიკოლოზ II.
1939-1945 წწ. II მსოფლიო ომი.
ცივი ომი 1946 5 მარტი - 1991წ.
1949 წ. შეიქმნა ნატო
1955 წ. შეიქმნა ვარშავის პაქტი
1954-1975 წწ. ვიეტნამის ომი
1978-1989 წწ ავღანეთის ომი
1922-1991 წწ სსრკ არსებობა.
1990 წ გერმანიის გაერთიანება
ცივი ომი - იდეოლოგიური დაპირისპირება აშშ-სსრკ შორის (ჩერჩილი)
რკინის ფარდა - საზღვარი ევროპაში სოციალისტურ და კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის
ოვერლორდი - მეორე ფრონტის გახსნა II მსოფლიო ომში
სატიაგრაჰა - ინდოეთში არაძალადობრივი მოძრაობა (მაჰათმა განდი)
სეგრეგაცია - ჩაგვრა კანის ფერის გამო ამერიკაში (მარტინ ლუთერ კინგი)
აპარტეიდი - ზანგთა უუფლებო მდგომარეობა სამხრეთ აფრიკაში (ნელსონ მანდელა)
1946 წ 5 მარტი ცივი ომის დაწყება
1950-1953 წწ კორეის ომი
1959-1975 წწ ვიეტნამის ომი
1979-1989 წწ სსრკ-ავღანეთის ომი
ზავები
298 წ. ნისიბინის სასანიდებსა და ბიზანტიას შორის
1555 წ აუგსბურგის გერმანიაში პროტესტანტებსა და კათოლიკებს შორის
1648 წ ვესტფალიის 30 წლიანი ომის
1807 წ ტილზიტის ნაპოლეონსა და რუსეთს შორის
1918 წ კომპიენის დროებითი ზავი 1 მსოფლიო ომში
1919 წ ვერსალის ზავი 1 მსოფლიო ომი

სამეფო დინასტიები

ინგლისის:
ანგლო-საქსონური,
ნორმანდიული,
 პლანტაგენეტები,
ტიუდორი,
 სტიუარტი,
უინძორი.

სპარსულ-ირანული:
   ქემენიდური  - ძვ VI-IV სს. გაანადგურა ალ. მაკედონელმა.
   სასანიდური - III-VII სს, გაანადგურა არაბებმა
სეფევიდური - XVI-XVIII სს.

ფრანკული:
მეროვინგები (მეროვეი)
კაროლინგები (პიპინ მოკლე)
კაპეტინგები (ჰუგო კაპეტი)

ჰოჰენცოლერნები - გერმანიაში
ჰაბსბურგები - ავსტრიაში
რომანოვი - რუსეთში
სავოია - იტალია
ომაიანები და აბასიდები - არაბეთში

ხალიფა - არაბეთი
შაჰი - ირანი
ყაენი - მონღოლები
სულთანი - ოსმალეთი, სელჩუკები





აშშ    შექმნა


1607 წელს ამერიკის სანაპიროზე გემიდან ,,მეიფლაუერი,, გადმოსხდა პირველი 120 კოლონისტი ინგლისიდან. აქ მათ დაარსეს პირველი ინგლისური დასახლება . ჯემსთაუნი, ხოლო კოლონიას კი ვირჯინია უწოდეს. (ამ დროს წარმოიშვამადლიერების დღე“). XVIII საუკუნეში აქ უკვე 13 ინგლისური კოლონია იყო.
კოლონისტებსა და ინგლისის ადმინისტრაციას შორის ძლიერდება ეკონომიკური წინააღმდეგობები: ამერიკაში მხოლოდ ინგლისის მიერ ლიცენზირებული საქონელი უნდა შესულიყო, რომელიც ძალზე ძვირი ჯდებოდა. ამიტომ ამერიკელები ბოიკოტს უწევენ ინგლისიდან  შემოტანილ საქონელს, რომლის ერთ - ერთი აქცია იყო  „ბოსტონის ჩაის სმა“ 1773 წელს.
 1774 წელს ამ ეკონომიური წინააღმდეგობების მოსაგვარებლად . ფილადელფიაში შეიკრიბა კოლონიებში არჩეული  56 დეპუტატი - ეს იყო 1 კონტინენტური კონგრესი. დეპუტატების უშიშროებას კოლონისტთა შეიარაღებული ფორმირება იცავდა. 1775 წელს ინგლისის ჯარის სარდალმა ჰეიჯმა ამ ფორმირების განიარაღება გადაწყვიტა, რასაც . ლექსინგტონში  შეიარაღებული შეტაკება მოყვა.
1775 წელს ფილადელფიაში შეიკრიბა მე–2 კონტინენტური კონგრესი, რომელმაც დააფუძნა კოლონისტთა რეგულარული არმია და მას სათავეში ჯორჯ ვაშინგტონი ჩაუყენაამავე კონგრესმა 1776 წლის 4 ივლისს მიიღო თომას ჯეფერსონის მიერ დაწერილიდამოუკიდებლობის დეკლარაცია“, რითაც გამოცხადდა  აშშ შექმნა. ამან უფრო გააქტიურა სამხედრო მოქმედებები. 1781 წელს იორქტაუნის ბრძოლაში ინგლისი საბოლოოდ  დამარცხდა. ზავი დაიდო 1783 წელს პარიზში,   რომლითაც ინგლისმა  აშშ  აღიარა. საზავო მოლაპარაკებაზე ამერიკის შტატების წარმომადგენელი იყო ბენჟამინ ფრანკლინი.
1787 წელს აშშ მიიღო კონსტიტუცია, რომლის ავტორი იყო ჯეიმს მედისონი, 1789 წელს შემოიღეს პრეზიდენტის პოსტი - პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ჯორჯ ვაშინგტონი (1789 -1797 წწ),  დედაქალაქი კი  გახდა . ფილადელფია, 1800 წლიდანვაშინგტონი.

აშშ პირველი ოთხი პრეზიდენტია: ჯორჯ ვაშინგტონი, ჯონ ადამსი, თომას ჯეფერსონი, ჯეიმს მედისონი.


სამოქალაქო  ომი  აშშ-ში  (1861-1865  წწ).


აშშ ეკონომიკა არათანაბრად ვითარდებოდაჩრდილოეთის შტატებში კაპიტალისტური ეკონომიკაა, სამხრეთში კი მონათმფლობელური.
1820 წელს აშშ სენატში იდება .. ”მისურის კომპრომისი“, რომლითაც სენატში კაპიტალისტურ და მონათმფლობელურ შტატებს თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლები უნდა ჰყოლოდათ, რომ რაიმე კანონის მიღების დროს ხმათა უმრავლესობა არც ერთ მხარეზე არ ყოფილიყო.
1860 წელს მე–14 პრეზიდენტად აირჩიეს აბრაამ ლინკოლნი, რომელიც მონობის გაუქმების მომხრე ანუ აბოლიციონისტი იყოამის საპასუხოდ 1861 წლის 8 თებერვალს სამხრეთის 11 შტატმა (34-დან) - დამოუკიდებლობა გამოაცხადა - თავის პრეზიდენტად აირჩიეს ჯეფერსონ დევისიხოლო დედაქალაქად . რიჩმონდი - ამით დაიწყო სამოქალაქო ომი სამხრეთ (სარდალი ლი) და ჩრდილოეთის შტატებს (სარდალი გრანტი) შორის, რომელშიც 1865 წელს   ჩრდილოეთმა გაიმარჯვა. ეს განაპირობა იმან რომ, 1862 წელს ლინკოლნმა მონობის გაუქმება  გამოაცხადა.
ამის შემდეგ   ქვეყნის ეკონომიური განვითარება სწრაფი ტემპით წავიდა  წინ.  ამ პერიოდს აშშ-ში რეკონსტრუქციის ეპოქა ეწოდება. 1865 წელს სამხრეთელთა აგენტმა ბუტმა თეატრში მოკლა ლინკოლნი.






Комментариев нет:

Отправить комментарий