четверг, 28 сентября 2017 г.


რადგან ბოლო პერიოდში საქართველოს ახალგაზრდულ საზოგადოებაში სამწუხაროდ ძალზედ გავრცელდა ბულინგის, სუიციდის მცდელობის და საერთოდ ნერვიული ცხოვრების წესი, გადავწყვიტე, რომ მოსწავლეებისათვის გარკვეულწილად მიმეცა ის რჩევა-დარიგებანი, რომელიც მათ ნერვიული, ან სტრესული მდგომარეობიდან გამოიყვანს და ნორმალურ პირობებს დაუბრუნებს;
აი ეს ფსიქოლოგიური რჩევები:


ცხოვრებაში გამოგადგებათ!!!!!!!!!!!!!!!!



 ამ ხანგრძლივ, მოულოდნელი სიურპრიზებით აღსავსე გართულებულ ცხოვრებაში ძალიან ხშირად დაღონებულს მიფიქრია და შემდეგ მითქვამს, რომ ალბათ ყველაზე უიღბლო ადამიანი ვარ მთელს მსოფლიოში, და დარწმუნებული ვარ, თქვენ. არა და ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანები ვერ  ვაცნობიერებთ, რომ ყველაზე დიდი იღბალი სწორედ ისაა, რომ ვარსებობთ. ამიტომაც დიდი სიყვარულით მინდა შემოგთავაზოთ 15 რჩევა, რომელიც შესაძლებელია ბულინგის პრობლემას გადაჭრის. მაშ ასე:





1. ხშირად იკონტაქტეთ - რაც უფრო მეტი ნაცნობი გეყოლებათ, მით უფრო დიდია წარმატების ალბათობა. ვიღაც საჭირო ადამიანს გაგაცნობთ, ვიღაც სასარგებლო რჩევას მოგცემთ და ..
2. იმეგობრეთ წარმატებულ ადამიანებთან - ეცადეთ, რომ გარს პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბოთ. იმეგობრებთ ოპტიმისტებთან და წარმატებულებთან. ამ შემთხვევაში დადებითი ენერგიით დაიტვირთებით და წარუმატე- ბლობას ადვილად გაუმკლავდებით.
3. არ შეგეშინდეთ ინიციატივის გამოჩენის - თქვენი შესაძლებლობების წარმატებული რეალიზაციისთვის, საკუთარი პიარის ხელოვნებას უნდა დაეუფლოთ. არ შეგეშინდეთ ინიციატივის გამოჩენის, სიმორცხვე არაფერში გამოგადგებათ. გააკეთეთ ისე, რომ შეგამჩნიონ და თქვენთან თანამშრომლობა მოუნდეთ.
4. გააკეთეთ ის, რაც მოგწონთ - მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. გააკეთეთ ის, რაც თქვენ გსურთ და არა ის, რასაც სხვები ელოდებიან თქვენგან.
5. იფიქრეთ პოზიტიურად - გაექეცით ასეთ ფრაზებს: „როგორც წესი ამაში არ მიმართლებს“, „უბედური ვარდა .. ამ ფრაზებით თქვენ ნეგატივს იზიდავთ, რაც წარმატების მიღწევაში სულაც არ დაგეხმარებათ. თუ არ დაიჯერეთ თქვენი იღბლიანობის, არაფერი გამოვა.
6. არ დაკარგოთ აზარტი - ცხოვრება თამაშიაწაგების შემდეგ მოგება მოდის და პირიქით. არ უყუროთ ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად. ამან შეიძლება დაგღალოთ.
7. გაიღიმეთ - როდესაც იღიმით, თქვენი სხეული ,,ბედნიერების სინდრომსენდორფინს გამოიმუშავებს. ასე, რომ გაიღიმეთ და იყავით ოპტიმისტები.
8. იცინეთ მთელი გულით - სიცილი არა მხოლოდ განწყობას აკეთებს, არამედ ბუნებრივი 
ტკივილგამაყუჩებელია.
9. გულამდე მხოლოდ კარგი მიიტანეთ - იმისათვის, რომ იღბალმა კარზე მოგიკაკუნოთ, საჭიროა მისი მიღება. გაანებივრეთ თქვენი თავი ლამაზი ნივთებით, საყვრელი მუსიკით, ცხოველებით და კარგი ადამიანებით, და იღბალიც სულ მალე გეწვევათ.
10. დაუახლოვდით ბუნებას - იმისათვის, რომ ენერგია და ძალები მოგემატოთ, აუცილებელია   რეგულარულად დაძლიოთ დაღლილობა. ამაში ბუნება დაგეხმარებათ. სწორედ ის აგავსებთ ყველაზე მეტად ძალით და ენერგიით. ისეირნეთ სკვერებში, გადით ხმაურიანი ქალაქიდან. იარეთ ფეხშიშელმა ბალახზე და შეიგრძენით ბუნების 
ჰარმონიულობა.
11. დაკავდით ხელოვნებით - იცეკვეთ, იმღერეთ, ხატეთ. ნებისმიერი სახის ხელოვნება სტრესს ხსნის.
12. შეაქეთ თქვენი თავი - გიხაროდეთ თქვენი 
წარმატება, გაუკეთეთ თქვენ თავს საჩუქრები, თუნდაც პატარა. ეს სტმულს მოგცემთ შემდეგი გამარჯვების მოსაპოვებლად.
13. იგრძენით თავი თავისუფლად - მხოლოდ თავისუფალ ადამიანს აქვს გამარჯვების შანსი. გადაყარეთ უსარგებლო ნივთები, აპატიეთ მათ ვინც გაწყენინათ, დააბრუნეთ ვალები და დაიწყეთ ცხოვრება თავისუფალ სივრცეში.
14. ამოირჩიეთ თილისმ - ეს ისეთი ნივთი უნდა იყოს, რომელთანაც კარგი მოგონებები გაკავშირებთ და რომლის თან ტარება ადვილია. აუცილებელია იმის დაჯერება, რომ თილისმა იღბალს მოგიტანთ. ასე თქვენ ნივთს დადებითი ენერგეტიკით დატვირთავთ და ისიც დაგეხმარებათ სურვილების ასრულებასა და წარმატების მიღწევაში.

15. შეიგრძენით საკუთარი იღბლიანობა - იპოვეთ თქვენს ცხოვრებაში იღბალის გამოვლინება და გახსოვდეთ, ის ყველას ცხოვრებაში შესამჩნევია, მთავარია კარგად 
დააკვირდეთ. და არ დაგავიწყდეთ: ადამიანს, რომელიც თავის ბედ-იღბალის მადლირია, კიდევ ბევრჯერ გაუმართლებს.







არანაკლები მნიშვნელობა აქვს ადამიანის ბედნიერე- ბისათვის იმასაც, თუ როგორ გიყურებენ და გაფასებენ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად გარშემო გახვევიათ. ყურადღება! ახლა კი შეკითხვა - გინდათ, რომ იცოდეთ როგორ უნდა მოაწონოთ გარშემო მყოფებს თავი 60 წამში?
მე, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს ქონია, ან აქვს სურვილი, რომ ვინმესთვის თავი მოეწონებინა, ან უბრალოდ სასიამოვნო შთაბედილება შეექმნ, მაგრამ მაინც არაფერი გამოსვლია. ამიტომ  მინდა მოგთვაზოთ საინტერესო და პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ უნდა მოვაწონოთ ადამიანებს თავი უმოკლეს დროში:
1. დადებითი პასუხები - თუ ხშირად გეთანხმებიან, შთაბეჭდილების მოხდენაც გაცილებით ადვილდება. თუ ისე ისაუბრებ, რომ შენი თანამოსაუბრე წინადადებას პოზიტიური სიტყვებით დაიწყებს, მაშინ მას გაცილებით უფრო გაუადვილდება შენს აზრებზე დათანხმება. ყველაფერი ძალიან მარტივადაა. საკმარისია 
თანამოსაუბრემ შენთან დიალოგისას თქვას – „დიახ“, „კარგი“, „შესანიშნავია“. ამის შემდეგ ყველას პოზიტიურ ადამიანად დაამახსოვრდები.
2. ყავა და კექსი - ფსიქოლოგმა გრეგორი რასრანმა დაამტკიცა, რომ ადამიანები სიმპათიით იმსჭვალებიან იმ ადამიანების მიმართ, ვისაც საკვების მირთმევისას ხვდებიან. სხვა კვლევების თანახმად, როდესაც საუბრისას ადამიანები ყავას და კექსს მიირთმევენ, გაცილებით უფრო გახსნილად იქცევიან და ლაპარაკობენ.
3. ფრანკლინის ეფექტი - აშშ- პოლიტიკური მოღვაწე ბენჟამინ ფრანკლინი იყო პირველი, ვინც შეამჩნია შემდეგი ფაქტი: თუ ადამიანს სურს, რომ სხვების თვალში რაიმეს წარმოადგენდეს, რაიმე უნდა სთხოვოს მათ. მთავარია, რომ თხოვნა არ იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი, თორემ შედეგი საპირისპირო იქნება.
4. შეიყვარე შენი თავი და სხვებიც შეგიყვარებენ - ადამიანი გაცილებით უფრო მეტ პოზიტიურ ენერგიას ასხივებს, როდესაც უყვარს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის.
5. მანიპულაციის თეორია - მოეპყარი საკუთარ თავს ისე, როგორც გინდა, რომ საყვარელი ადამიანი გეპყრობოდეს! დაუთმე შენს თავს დღეში 10 წუთი. დაჯექი და იფიქრე მხოლოდ საკუთარ თავზე. ნეგატიური ემოცია შეიძლება სხეულით შეიგრძნო: სტრესი კისრის არეში, შიში და გაბრაზება მკერდის არეში. შენი სხეულის ენა გარშემო მყოფებს შენს შინაგან მდგომარეობაზე მოუთხრობს. ამიტომ ეცადე, რომ ხშირად მოდუნდე და დაიცალო ცუდი ემოციებისგან.


მაგრამ ამავე დროს გაითვალისწინეთ, რომ 
თვითშეფასებას ამცირებს:
1.  საკუთარ ქმედებებზე გამუდმებული ფიქრი
2.  ქების დროსთავდაცვითირეაქცია
3.  უსამართლობის მოთმენა
4.  გადამეტებული თვითკრიტიკა
5.  საკუთარი თავის სხვებთან შედარება







ამის პარალელურად კი გაითვალისწინეთ ეს კეთილი და მარტივი ფსიქოლოგიური რჩევები:
1. გულწრფელად დაინტერესდით გარშემო მყოფი ადამიანებით.
2.  ხშირად გაიღიმეთ.
3. მოსაუბრეს მიმართეთ სახელით. გახსოვდეთ, რომ ადამიანისთვის საკუთარი სახელის გაგონება ყველაზე მეტად სასიამოვნოა.
4. იყავით ყურადღებიანი მსმენელი, წაახალისეთ მოსაუბრე ილაპარაკოს საკუთარი თავის შესახებ. თავიდანვე აირჩიეთ მეგობრული ტონი.
5. ერთადერთი ხერხი კამათში გამარჯვების არის, კამათისთვის თავის არიდება.
6. აზრი ჩამოაყალიბეთ გარკვევით და გამოთქვით ეფექტურად.
7. აუცილებლად მიეცით ადამიანს საშუალება - იხსნას საკუთარი პრესტიჟი.
8. ჯერ საკუთარ შეცდომებზე ისაუბრეთ და მერე გააკრიტიკეთ თანამოსაუბრე.
9. თამამად აღიარეთ შეცდომა.
10. შეეცადეთ, მოვლენებს შეხედოთ თანამოსაუბრის თვალით.

გახსოვდეთ! კარგი განწყობა წარმატებული ცხოვრების საფუძველია.



და ბოლოს:

ყოველთვის  გაიღიმეთ:
სიცოცხლეს გაიხანგრძლივებ,
მეგობრებს ასიამოვნებ,
მტრებს კი გაამწარებ!