ეს საინტერესოა

                გასართობი ისტორიები



შვეიცარიის  ქალაქ  ბაზელში  ორი ექსტერიტორიული  რკინიგზის  სადგურია, რომლებიც   სხვა ქვეყნების იურისდიქციაშია: ბაზელ-ბადიშერ-ბანჰოფი (გერმანია) და ბაზელ SBB (საფრანგეთი).
პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სომხური დრამატული თეატრი  მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც სომხეთის ფარგლებს გარეთ სახელმწიფო თეატრის სტატუსით ფუნქციონირებს.
2007 წლის ნოემბრის სახალხო დემონსტრაციის დასაშლელად საქართველოს  მთავრობამ მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა შორი დისტანციის აკუსტიკური მოწყობილობა (LRAD).
დიდმა რუსმა მომღერალმა ფიოდორ შალიაპინმა პროფესიული მოღვა- წეობა  თბილისის ოპერის სცენაზე დაიწყო.
მარიანას ღარი ყველაზე ღრმა ადგილია დედამიწაზე (-10,911  ზღვის დონიდან).
პირველ მსოფლიო ომს ფრანგი მამაკაცების 27% შეეწირა.
ჰანიბალი ჯერ კიდევ 9 წლის ბავშვი იყო, როდესაც დაიფიცა, რომ იგი რომის დაუძინარი მტერი იქნებოდა.
მსოფლიოში ჩვენთვის ცნობილი უძველესი იმპერია აკადის იმპერიაა, რომელიც არსებობდა ძვ. . 2316 - ძვ. . 2170 წლებში.
შუმერული ენა ჩვენთვის ცნობილი უძველესი ენაა საკუთარი დამწერ- ლობით.
ტროას ხეთური დასახელებაა ვილუშა.
პონიატოვსკის ხიდი ვარშავაში ორივე მსოფლიო ომში დაინგრა.
სსრკ- იარსება თითქმის 69 წელი1922 წლის დეკემბრიდან  1991 დეკემბრამდე.
მეორე მსოფლიო ომის დროს ფრანგებმა ააშენეს .მაჟინოს ხაზი რათა თავი დაეცვათ გერმანელებისგან, მაგრამ გერმანელები საფრანგეთში შევიდნენ მაჟინოს ხაზზე ჩრდილოეთით სადაც საზღვარი არ იყო სათანადოდ გამაგრებული, ასე რომ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული თავდაცვის პროექტი სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა.
შარავანდი, რომლითაც ჩვეულებისამებრ შუა საუკუნეების ქართველი  ხატმწერები  მონარქებს გამოსახავდნენ საეკლესიო ფრესკებში, არ ჩანს ბეთანიის მონასტრის  მხატვრობაში.
1355 წელს ოქსფორდშიინგლისი, ორ სტუდენტსა და ადგილობრ მკვიდრს შორის  ლუდის გამო ატეხილ არეულობაში დაღუპული 63 სწავლულისთვის, ქალაქი  ოქსფორდის უნივერსიტეტს ჯარიმას 440 წელი უხდიდა.
რუსი კრიტიკოსები სომეხ მსახიობსა და პოეტს პეტროს ადამიანს  მსოფლიოში საუკეთესო  ტრაგიკოსად  მიიჩნევდნენ  ჰამლეტისა  და  ოტელოს  მისეული განსახიერებისთვის.
1703 წელს ედოში (ტოკიოორმოცდაშვიდი რონინიდან 46-მა  სეპუკუ   (რიტუალური თვითმკვლეობა) ჩაიტარა მათი ბატონის  აკოს  დაიმიო ასანო ნაგანორის სიკვდილის ასანაზღაურებლად.
ომარის მეჩეთი ბეთლემის ერთადერთი მეჩეთია და სახელი ხალიფა ომარ იბნ ალ-ხატაბის პატივსაცემად ქვია, რომელიც გადმოცემით ამ ადგილას ლოცულობდა.
მთა ჰუჰორა ახალი ზელანდიის პირველი ნაწილი იყო, რომელიც ადრეულმა პოლინეზიელმა მკვლევარმა   კუპემ  შეამჩნია, თუმცა  მაორის  ლეგენდის თანახმად, მას იგი ვეშაპი ჰგონებია.
ბერძნული მითოლოგიით გორგითიონი ერთ-ერთი იყო  ტროას  მეფე  პრიამის  ორმოცდაათ  შვილთაგან.
მუჰამედ ალ-შაჰვანი სადამ ჰუსეინის რესპუბლიკური გვარდიის გენერალი იყო, ამჟამად  ერაყის  ახალი   დაზვერვის სამსახურის  ხელმძღვანელია.
ლონდონის სენტ-ჯეიმზის კლუბის (1857-1978) მტკიცებით, ის ერთადერთი  ჯენტლმენთა კლუბი იყო, რომელსაც ცალკე ოთახი ჰქონდა მხოლოდ  ნარდის მოთამაშეთათვის.
ლოს-ანჯელესში სანსეტ ბულვარზე 1964 წელს გახსნილი კლუბი "ვისკი გო გო"   პირველი  დისკოთეკა იყო ამერიკაში.
ევროპის ცენტრალური ბანკის მომავალი შტაბ-ბინა განთავსდება  ფრანკფურტის  გროსმარქტჰალეში, ყოფილ საბითუმო ბაზარში, რომელიც ექსპრესიონისტული არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშია.
1695 წელს ინგლისში შემოღებული ფანჯრის ბეგარის გამო მაღაზიების მფლობელებმა გადასახადისგან თავის ასარიდებლად ფანჯრები აგურით ამოავსეს.
2007 წელს როტშილდ-ფაბერჟეს კვერცხი კრისტის აუქციონზე   9,000,000-ად გაიყიდა, რაც ყველაზე მაღალი ფასია, რომელიც ოდესმე გადაუხდიათ რუსულ საიუველირო ნაწარმში, რის გამოც ის ასევე ყველაზე ძვირი საიუველირო საათი გახდა მსოფლიოში.
აშშ-მა საგარეო ვალის გასტუმრება სრულად დღემდე მხოლოდ ერთხელ, 1835 წელს, შეძლო.
ჩეთამის ბიბლიოთეკა მანჩესტერში უძველესი საზოგადოებრივი  ბიბლიოთეკაა  ინგლისურენოვან  მსოფლიოში.
მერი შერვაშიძეგალაკტიონის მუზა, 1921 წელს სტამბოლში გამართული მსოფლიო სილამაზის  კონკურსის გამარჯვებული გახდა.
რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III- ფაბერჟეს ბოლო ნამუშევარი  "რენესანსის კვერცხი", რომელიც მან მის მეუღლეს, დედოფალ მარია ფიოდოროვნას მიუძღვნა, 4 750  რუბლი დაუჯდა.
ლესბოსის ღვინოს ძველი ბერძნები ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესოდ თვლიდნენ.
ვარდის მეჩეთს სტამბოლში სახელი კონსტანტინოპოლის დაცემის დღეს ტაძრის  ვარდებით  მორთვის გამო დაარქვეს.
თანამედროვე  სომხურ ლიტერატურაში  რეალიზმის  დამფუძნებლის, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი არფიარ არფიარიანის ბოლო სიტყვები იყო "მე სომეხი ვარ".
სანტრალი სტანბულისტამბოლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი,  ოსმალეთის იმპერიის ყოფილი პირველი  ელექტროსადგურის  შენობაში მდებარეობს.
პური ყველაზე გავრცელებული საკვები იყო ყველა სოციალური ფენისთვის  შუასაუკუნეების სამზარეულოში.
ჰიპოკრატეს ხე არის ჭადარი კოსში, რომლის ქვეშაც, ლეგენდის თანახმად,  ჰიპოკრატე თავის მოსწავლეებს  მედიცინას ასწავლიდა.
ზოგიერთი ასტროლოგის რწმენით დედამიწას მეორე მთვარე ჰყავს, რომელსაც ისინი  ლილითს   უწოდებენ.
ტორესის სრუტეში დაახლ. 240 კუნძულია, თუმცა მათგან მხოლოდ 17-ია დასახლებული.
დიდი დათვის თანავარსკვლავედი ალასკის სიმბოლოა.
სლავურ ენებში სიტყვა «немец» მომდინარეობს სიტყვისგან «Не мовец», როგორც «ბარბაროსი» და უცხო ენაზე მოლაპარაკეს ნიშნავდა.
კომპანიაექსონისმიერ 1998 წელს $73,7 მილიარდადმობილისშესყიდვის შედეგადექსონ-მობილიმსოფლიოს უდიდესი კომპანიაგახდა.
შუშის ბრძოლა 1992 წლის მაისში სომხეთის შეიარაღებული ძალების  პირველი მნიშვენლოვანი გამარჯვება იყო მთიანი ყარაბაღის ომში, რამაც კონფლიქტის ბედი შეაბრუნა.
ქალაქ ნიუ-იორკის პირველი ყოველდღიური გაზეთი "American Minerva" 1793 წლის დეკემბერში გამოვიდა.
რომანოვების ოჯახის დაცემამდე და დახვრეტამდე რამდენიმე წლით ადრე მათი მფარველი თედორეს ღვთისმშობლის ხატიდან  ღვთისმშობლის   გამოსახულება გაქრა.
ფედერალური სამკუთხედის შენობათა კომპლექსს  ვაშინგტონში   (კოლუმბიის ოლქი)  ამერიკის  ისტორიაში "ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამშენებლო პროექტს" უწოდებენ.
ვერმახტის ერთადერთი არაგერმანული ლეგიონი, რომელსაც რკინის ჯვრის ტარების უფლება ჰქონდაქართული ლეგიონი იყო.
ბანგკოკის სრული სახელი 19 სიტყვისა და 158 ასოსგან შედგება და  დედაქალაქის ყველაზე გრძელი სახელია.
საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრის მიუხედავადფრინველები, ისევე როგორც  ძუძუმწოვრები,  ქვეწარმავლები  და  ამფიბიები,   ცხოველები არიან.
სინგაპურის დღემდე შემორჩენილი ყველაზე ძველი ქრისტიანული ტაძარი გრიგოლ განმანათლებლის   სახელობის  სომხური   ეკლესიაა   (1835).
მსოფლიოს პირველი ავიაკომპანია იყო DELAG, რომელიც  ცეპელინებით   ახორციელებდა ფრენებს.
როტერდამის მეტროს მაქსიმალური სიღრმე ზღვის დონემდე 17 მეტრს აღწევს.
თბილისში დღევანდელ თავისუფლების მოედანს XIX საუკუნეში „ერევნის მოედანიერქვა.
მექსიკის  ესპანელების  მიერ დაპყრობის პერიოდშიტარასკების სახელმწიფო ზომითა და მოსახლეობით მხოლოდ აცტეკთა იმპერიას ჩამორჩებოდა.
საპრეზიდენტო სასახლე ვილნიუსში სხვადასხვა დროს  საფრანგეთის  იმპერატორი  ნაპოლეონისა   და  რუსეთის   მეფე ალექსანდრე I-ის რეზიდენციის  ფუნქციას ასრულებდა.
ბარაკ ობამამ თავის ერთ-ერთ ქალიშვილს ალექსანდრე პუშკინის  მეუღლის  ნატალია გონჩაროვას  საპატივცემლოდ დაარქვა სახელი.
გალაკტიონ ტაბიძემ  ერთერთი უგრძესი ქართული სიტყვა "გადაინდუსტრიალებულთაგანისებურია" მოიგონა და ამ სიტყვაზე ერთ კუპლეტიანი ლექსი დაწერა.
 ჩრდინდოეთში ზღვის დონიდან 4.595 მეტრზე მდებარე კორზოკის მონასტრის ველები მსოფლიოში უმაღლესი კულტივირებული მიწებია.
,,მიჭმიე“ ქართულ ენაში ერთადერთი ოთხპირიანი (შენ, მე, მას, ისზმნაა.
ღამურა ერთადერთი ძუძუმწოვარი ცხოველია, რომელსაც ფრთები აქვს და დაფრინავს.
ნეპალის სახელმწიფო დროშა ერთადერთია მსოფლიოს სახელმწიფო დროშებიდან, რომელსაც  მართკუთხედის  ფორმა არ აქვს.
პალიასტომი ერთადერთი მლაშე წყლიანი ტბაა საქართველოში.
ერთადერთი სუვერენული სახელმწიფო, რომელიც გაეროს წევრი არ არისვატიკანია.
აკაკი წერეთელმა რუსეთ-იაპონიის ომში რუსეთის დამარცხებისთვის იაპონელ სარდალსოიამა ივაოს, ლექსი ,,ოი, ამას ვენაცვალე!" მიუძღვნა.
ჩეროკის ენას, რომელზეც აშშ-ში 20 ათასამდე ადამიანი ლაპარაკობს,  თავისებური მარცვლოვანი დამწერლობა აქვს.
შოკოლადი შეიცავს ნივთიერება თეობრომინს, რომელიც  ცხენებისა   და ძაღლებისთვის  ლეტალურია.
რუმინეთის ეროვნული ჰიმნი „Deşteaptă-te, române!“ 1990იან წლებში  მოლდოვის რესპუბლიკის ჰიმნიც იყო.
პლუსისა და მინუსის აღმნიშვნელი ნიშნები „+“ და „–“ პირველად  გერმანელმა  მათემატიკოსმა  იოჰანეს ვიდმანმა გამოიყენა საკუთარ ნაშრომში Mercantile Arithmetic.
1898-1902 წლებში მოქმედი გაზეთი  ქურთისტანი  (Kurdistan) პირველი  ქურთულენოვანი  გაზეთი იყო.
უკრაინის ქალაქი სლავუტიჩი ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ თავიდან ააშენეს.
ირანი ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც შიიზმი სახელმწიფო რელიგიაა.
რემბრანდტის ფერწერული ტილოდანაე“ მძიმედ დაზიანდა, როდესაც ერთ-ერთმა მნახველმა   მუზეუმში   მას გოგირდმჟავა შეასხა 1985 წლის 15 ივნისს.
ალექსანდრე II-ის მიერ განხორციელებულმა  სასამართლო  რეფორმამ  იმპერიულ რუსეთში  ნაფიც მსაჯულთა  ინსტიტუტი შემოიღო.
ბენჯამინ ფრანკლინის პორტრეტი გამოსახული ასდოლარიან კუპიურაზე  ფრანგი მხატვარი ჟოსეფ დუპლესის  დახატულია.
დორიან გრეის პორტრეტი ოსკარ უაილდის მის სიცოცხლეში გამოქვეყნებული ერთადერთი რომანია.
ნობელის მშვიდობის პრემია აშშის სამ პრეზიდენტს მიენიჭა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში: 1908 წელს თეოდორ რუზველტს, 1919 წელს ვუდრო უილსონს, 2009 წელს კი ბარაკ ობამას.
მონაკო მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა (16100 ად. 1 კმ²-ზე).
1914 წლისთვის აფრიკის კონტინენტზე მხოლოდ ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობდა — ეთიოპია   (აბისინია) და ლიბერია.
აკუაბა თოჯინებია, რომლებსაც ტრადიციისამებრ  განელი ქალები, რომლებსაც  დაფეხმძიმება  სურთ, ზურგით ატარებენ.
1932 წლის 8 თებერვალს  დაარსებული აბასთუმნის ობსერვატორია  პირველი სამთო ასტროფიზიკური  ობსერვატორია   იყო საბჭოთა კავშირში.
დღევანდელი ანბანური დამწერლობებიდან ყველაზე ნაკლებასოიანია ჰავაის ანბანი, გავრცელებული  ჰავაის  კუნძულებზე, რომელიც მხოლოდ 12 ასონიშანს შეიცავს.
XII-XIV საუკუნეების  საქართველოს  ფეოდალური  საგვარეულოს —  მხარგრძელების წინაპრები წარმომავლობით    ქურთები იყვნენ.
ფრანგული ენა მსოფლიოს 31 ქვეყნის ოფიციალური ენაა.
საავტომობილო ფირმისFerrariსახელწოდება წარმოიშვა სიტყვისგან  Ferrum, რაც  ლათინურად რკინას  ნიშნავს.
ლიბიის დროშა ერთადერთი ერთფეროვანი სახელმწიფო  დროშაა  მსოფლიოში.
გიბრალტარი ერთადერთი ადგილია ევროპაში, სადაც  მაიმუნები   ბინადრობენ.
ირანში უფრო მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს (30 მლნ), ვინემ  აზერბაიჯანში   (7,9 მლნ).
ავარიის სახანოს ძლიერების მწვერვალზე მორჩილებისთვის  ხარკს  უხდიდნენ  აზერბაიჯანისა   და  საქართველოს   მმართველები.
ალასკის შტატი, რომელიც 1867 წლამდე რუსეთის კოლონიას წარმოადგენდა,   აშშ 7,2 მლნ  დოლარად   იყიდა.
ვოიცეხ ბობოვსკი ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსიკოსი იყო; ასევე მისი ნათარგმნია ბიბლია  თურქულ ენაზე.
1958 წლის 13 მაისს  სოფელ  ჭანიეთის  კოლმეურნეობაში  პირველად გამოცადეს  ჩაის საკრეფი მანქანა, რაც  საბჭოთა  მეურნეობის უდიდეს წარმატებად იყო მიჩნეული.
გენერალ ვალერიან მადათოვს  რუსი იოაჰიმ მიურატი  უწოდა  ფელდმარშალმა   ჰანს კარლ ფონ დიბიჩმა   1814 წელს რუსების მიერ  პარიზის  აღებისას.
1653 წელს შვეიცარიის გლეხთა აჯანყების პირდაპირი გამომწვევი მიზეზი ბერნის კანტონში  ვალუტის   დევალვაცია იყო.
ებრაული მითოლოგიის მიხედვით ადამის პირველი ცოლი ლილითი იყო.
მსოფლიოს პრეზიდენტ ქალთა შორის ყველაზე ხანგრძლივად (16 წელი) ქვეყანას მართავდა  ისლანდიის   პრეზიდენტი ვიგდის ფინბოგადოტირი.
ვალ-დე-ბოის (ესპანეთი) ვიწრო ციცაბო ხეობაში ცხრა იშვიათი პირველი რომანული სტილის   ეკლესიაა   შემორჩენილი, რის გამოც ეს ადგილი ევროპაში   რომანული არქიტექტურის ყველაზე მჭირდო კონცენტრაციით გამოირჩევა.
ფლორენციის ალყის დროს  მიქელანჯელოს ქალაქის ფორტიფიკაციების გამაგრების ხელმძღვანელობა ევალებოდა.
გურჯაანის ყველაწმინდა  ერთადერთი ორგუმბათიანი  ეკლესიაა   საქართველოში.
მზის დაბნელება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ახალ მთვარეზე, როდესაც  მზე და მთვარე ერთმანეთს ეხებიან, როგორც ეს დედამიწიდან ჩანს. ამასთან ყოველწლიურად შეიძლება მაქსიმუმ ხუთი მზის დაბნელება მოხდეს, რომელთაგან ორი შეიძლება სრული იყოს.
ევროკავშირის  წევრ ქვეყანათა შორის  კვიპროსი  ერთადერთი  საპრეზიდენტო რესპუბლიკაა.
59 წელს რომაულ ფესტივალზე კვინკატრია, იმპერატორმა  ნერონმა  დედამისი  აგრიპინა  საკუთარ ვილაში მიიწვია, მისი მოკვლის გეგმის გასახორციელებლად.
1838 წელს აგების პერიოდში მოსკოვის ტრიუმფალური კარიბჭე  სანქტ-პეტერბურგში მსოფლიოში უდიდესი  თუჯის კონსტრუქცია იყო.
ქალის ან ქალღმერთის თიხის მინიატურული ქანდაკება არგოსის არქეოლოგიურ მუზეუმშისაბერძნეთში,   ევროპაში დღემდე ნაპოვნი ერთ-ერთი უძველესი ადამიანის სკულპტურული გამოსახულებაა.
სალტვუდის ციხე-სიმაგრე კენტშიინგლისში, იყო ადგილი, სადაც ოთხმა რაინდმა ტომას ბეკეტის მოკვლა განიზრახა 1170 წელს.
ნეობაროკოს სტილის მხედარი ნიკოლოზ I-ის მონუმენტი (1859) ერთადერთი XIX საუკუნის მეფის ქანდაკება იყო სანქტ-პეტერბურგში, რომელიც საბჭოთა პერიოდში არ დაუშლიათ ან გადაუტანიათ.
ერთმა რომაელმა მამაკაცმა გვარი "ტრიკონგიუსი" მიიღო მისი უნარისთვის სამი კონგიუსი ღვინო   (9,8 ლიტრი) დაელია ერთ დაჯდომაზე სუფრასთან იმპერატორი ტიბერიუსის თანდასწრებით.
აზერბაიჯანული დასახლება  რამანას სახელი, სადაც  ზოროასტრიანელები   დღესაც ატარებენ  ცეცხლის  რიტუალებს, სავარაუდოდ წარმოებული უნდა იყოს ლათინური Roma-დან, რაც რომს ნიშნავს.
ბერლინის ახალი მუზეუმი, რომელიც თითქმის სრულიად განადგურდა  მეორე მსოფლიო ომის დროს, 2009 წელს გაიხსნა და მასში განთქმული ნეფერტიტის  ბიუსტია  გამოფენილი.
საქართველოში მონღოლების შემოსევებისას, დედოფალმა  რუსუდანმა   რომის პაპ  ჰონორიუს III- აცნობა, რომ მონღოლები  კერპთაყვანისცემლები იყვნენ და არა  ქრისტიანები, როგორც აღინიშნებოდა  ჯვაროსნების   მიერ  მაჰმადიანებთან   ბრძოლების აღწერებში.
ისრაფილ მამედოვმა, პირველმა აზერბაიჯანელმა საბჭოთა კავშირის გმირმა, 1941 წლის 3 დეკემბერს  მოსკოვის ბრძოლისას დაახლოებით სამოცდაათი გერმანლი მოკლა, მათ შორის სამი ოფიცერი.
ერნსტ როიტერი, მას შემდეგ რაც საბჭოთა მმართველობამ ომის შემდგომი  ბერლინის  არჩეულ მერად არ დაამტკიცადასავლეთ ბერლინის პირველი მერი გახდა.
ლიბერიის უნივერსიტეტი, დაარსებული 1862 წელს, უძველესი უმაღლესი განათლების დაწესებულებაა  დასავლეთ აფრიკაში.
სპარტაში ლიკურგეს კანონების თანახმად უცოლობა დანაშაულად ითვლებოდა.
ლეოპარდისებრი ზვიგენი ანჩოუსებით იკვებებამათ გუნდში ღია პირით შეცურვითა და დაცდით, სანამ ისინი შემთხვევით მასში არ შესცურავენ.
1947 წელს ლეხურის ხეობაში აღმოჩენილი განძი  საქართველოში  ვენეციური,  ოსმალური  და  ირანული ოქროს მონეტების აღმოჩენის პირველი შემთხვევა იყო.
1941 წლის 22 ივნისს კიევის რესპუბლიკური სტადიონის საზეიმო გახსნაზე ბილეთები 7 წლის შემდეგაც ვარგისი იყო, ვინაიდან ეს ღონისძიება სსრკ-ში ნაცისტების შემოჭრის გამო "გამარჯვებამდე" გადაიდო...
რუსი ფუტურისტების 1912 წლის მანიფესტი "სილა საზოგადოების გემოვნების სახეში" ამტკიცებდა, რომ წარსული მწერლები, მათ შორის  პუშკინიდოსტოევსკი და ტოლსტოი "თანამედროვეობის ორთქმავლის კიჩოდან უნდა გადაეყარათ".
ნეომავრიტანული სტილი XIX საუკუნეში სინაგოგის არქიტექტურის უპირატეს ფორმად დამკვიდრდა, ვინაიდან  მუდეხარის  სტილი შუა საუკუ- ნეების მაჰმადიანურ ესპანეთში  ებრაელთა ოქროს ხანასთან ასოცირდებოდა.
უძლეველი ესპანური არმადა ინგლისელებმა ელისაბედ I-ის ხელმძღვა- ნელობით 1588 წელს ძლიერი შტორმის წყალობით გაანადგურეს.
ადგილზე, სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა დგას  რუსთაველის გამზირზე, უწინ ღუნიბის მოედანი იყო, რომელმაც სახელწოდება მიიღო რუსეთის ჯარის მიერ 1859 . 25 მარტს  დაღესტანში   შამილის  ციხესიმაგრისღუნიბის აღების აღსანიშნავად.
აგვისტოს ომის შემდეგრუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა 2008 წლის სექტემბერში დადეს ხელშეკრულება, რომელიც სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის შემთხვევაში რუსეთის ჩარევის გარანტიას იძლეოდა.
მსოფლიოს უდიდესი სათვალთვალო ბორბალია  165  სიმაღლის  სინგაპურის მფრინავი  სინგაპურში, რომელიც  2008 წლის 1 მარტს გაიხსნა.
ბერძენი ექიმი ჰიპოკრატე  ღვინოს  მედიკამენტის  სახით იყენებდა ისეთი შემთხვევებისთვის,  როგორიცაა  ფაღარათი,   ლეთარგია  და ტკივილი  მშობიარობისას.
1907 წელს ფრანგი ლეონ გიმპელი პირველი ფოტოგრაფი გახდა, რომელმაც საკუთარი ნაშრომი  ფერადად   გამოაქვეყნა.
რიკოთის უღელტეხილის ქვეშ საავტომობილო გვირაბი 1982 წელს გაიხსნა და მისი სიგრძე 1722 - შეადგენს.
მდინარე რიონზე და მის შენაკადებზე შვიდი  ჰიდროელექტროსადგურია  აშენებული: რიონჰესიგუმათჰესი Iგუმათჰესი IIვარციხეჰესი; შენაკადებზელაჯანურჰესი,   შაორჰესიტყიბულჰესი...
გერმანელმა მიკრობიოლოგმა რობერტ კოხმა  ტუბერკულოზის  გამომწვევი  მიკრობაქტერიების  გამოველნა პირველად მათი შეღებვით მოახერხა.
1945 წლის იალტის კონფერენცია დიდ სამეულს შორის რუსეთის ბოლო მეფის  საზაფხული აგარაკზე — ლივადიის სასახლეში — გაიმართა.
სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა პირველ ცოლს ცხვირი მოაჭრა, მეორე ცოლი კი საკუთარ ბიძას წაართვა.
კანარის კუნძულები ერთ-ერთია იმ მცირე ადგილთაგან, სადაც მნიშვნელოვანი რაოდენობით შემორჩა  ზვიგენის სახეობა Squatina squatina, რომელიც ერთ დროს მთელს ევროპაში ყოფილა გავრცელებული.
ბლეკპული პირველი ელექტრიფიცირებული ქალაქი იყო დიდ ბრიტანეთში და ერთ-ერთი პირველი ქალაქთაგანი მსოფლიოში ელექტრო ტრამვაებით (1885 წლიდან), რომელიც ასევე ერთადერთი ქალაქია ამ ქვეყანაში, სადაც ტრანსპორტის ეს სახე პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული.
კოვენტრი მსოფლიოში პირველი ქალაქი იყო, რომელიც სხვა ქალაქს დაუძმობილდა. ეს იყო  რუსეთის   ქალაქი სტალინგრადი (ამჟამად ვოლგო- გრადი)   მეორე მსოფლიო ომის  პერიოდში. კოვენტრის მოქალაქეებს ამით სურდათ სოლიდარობა გამოეცხადათ   წითელი არმიისთვის   სტალინგრადის ბრძოლის  პერიოდში.
რასტაბაზარი იყო შუა საუკუნეების  თბილისის  საქმიანი უბანი; მდებარეობდა ბატონის მოედანსა (ახლანდელი ერეკლე II-ის მოედანი) და ახლანდელი ერეკლე II-ის ქუჩას შორის.
ისააკ ნიუტონი იმდენად უკმაყოფილი იყო მისი წიგნის Arithmetica Universalis  პუბლიკაციით, რომ მოინდომა პირველი გამოცემის ყველა ასლის შეძენა მათ გასანადგურებლად.
XX საუკუნის უდიდეს ფიზიკოსებს ალბერტ აინშტაინსა  და  პოლ დირაკს  მსუბუქი ფორმის  აუტიზმი ჰქონდათ.
კაპიტოლიუმის ძუ მგელირომის დაფუძნების სიმბოლო, სინამდვილეში  ეტრუსკული   ბრინჯაოს   ქანდაკებაა.
ჟირი უძველესი ქართული სამსიმიანი (სამძალიანისაკრავის მეორე (შუა) სიმის სახელწოდებაა და ვარაუდობენ, რომ იგი მომდინარეობს მეგრული ჟირისაგანორი.
ფრანგმა მომღერალმა ედიტ პიაფმა სიმღერაNon, je ne regrette rien“ (ფრანგ. „არა, მე არაფერს ვნანობ“) საფრანგეთის უცხოეთის ლეგიონს  მიუღძვნა.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კრისტიან დიაკონესკუ მეშვიდე თაობის  იურისტია.
ზღვის გველები ყველაზე შხამიანი გველები არიან, ოკეანეებში ბინადრობენ და ასპიტისებრთა ოჯახში არიან გაერთიანებული.
1796 წლის რუსეთ-სპარსეთის ომი რუსეთის მეფე პავლე I-მა ტახტზე ასვლიდან ერთ თვეში გააუქმა.
კაროლტონის ვიადუკი ბალტიმორშიმერილენდი, მსოფლიოში უძველესი დღემდე ექსპლოატირებული   სარკინიგზო ხიდია და მისი საძირკველი 1828 წლის 4 ივლისს ჩაიყარა.
პეტრე დიდი რუსეთში დაბეჭდილი პირველი გაზეთისვედომოსტიმთავარი რედაქტორი იყო.
აზერბაიჯანისა  და  სომხეთის  თანამედროვე ტერიტორიები რუსმა მთავარსარდალმა  ივანე პასკევიჩმა  სპარსეთს  წაართვა 1826-28 წლების რუსეთ-სპარსეთის ომში.
მარიის სასახლე (1839-44,) იყო სანქტ-პეტერბურგშირუსეთი, აგებული ბოლო  ნეოკლასიკური   იმპერიული სასახლე.
გოთების ომის პერიოდში IV საუკუნეშიგოთებმა რომის იმპერატორი  მოკლესრომის არმია გაანადგურეს და რომაელთა  ბალკანეთის   დიდი ნაწილი ააოხრეს.
რუსეთში  რომანოვების  მმართველობა დაიწყო  კოსტრომის  იპატიევის მონასტერში   სამეფო  დინასტიად კურთხევით და დასრულდა იპატიევის სახლში  სამეფო ოჯახის წევრთა დახვრეტით.
ყივჩაღთა კლანის რამდენიმე თურქული მომთაბარე ტომი  საქართველოში   დასახლდა 1118 წელს და ქართულ ჯარში მსახურობდა თითქმის ორი საუკუნე.
თბილისი  736-1122 წლებში  საქართველოში  არაბების  მმართველობის პერიოდში  ისლამური   საამიროს  ცენტრის ფუნქციას ასრულებდა.
აზერბაიჯანელ მომღერალ მუსლიმ მაგომაევს, რომელიც დიდი წარმატებით მღეროდა ლა სკალასა და პარიზის ოლიმპიაში,  საბჭოთა  კულტურის სამინისტრო საერთაშორისო კარიერის გაგრძელებას უკრძალავდა.
დადიანების საგვარეულო სასახლეში (ნიკოსეული სასახლე), რომელიც XIX -ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის  მიერ,  საქართველოში  შემორჩენილ სასახლეთაგან ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზია.
ოპტიკას დასაბამი დაედო ძველი ეგვიპტელებისა  და მესოპოტამიელების  მიერ  ლინზების  განვითარებასთან ერთად.
პირველი სტატია ავადმყოფობაზე, რომელსაც შემდეგში შიდსი დაერქვა, გამოჩნდა ნიუ-იორკის გეი-გაზეთში "New York Native", რომელიც უკვე აღარ გამოდის.
ჰიერონიმუს ბოსხის ფერწერული ტილოები სიურრეალისტური მიმდინარეობის  შთაგონების წყაროდ იქცა.
მეფე ერეკლე II- სამი ქორწინებიდან ცამეტი ვაჟი და ათი ქალიშვილი ჰყავდა.
Mozilla Firefox-ის მთავარი სიმბოლოა პანდა, და არა მელა.
კომპიენის ალყა ჟანა 'არკის ბოლო სამხედრო აქცია იყო.
ჰეროიკული ბერძნული მარმარილოს ქანდაკება გადის ტორსო, გამოფენილი  უფიციშიფლორენცია, იმდენად განდიდებული იყო იტალიური რენესანსის მიერ, რომ ის არასდროს აღუდგენიათ მისი დასრულებით
ყოველწლიურ ფესტივალზე  კოოვაგადამშიინდოეთისაჭურისები  და  ტრანსვესტიტები   რიტუალურად ქორწინდებიან  ინდუისტურ  ღმერთ არავანზე.
ფრენკ ლოიდ რაიტის  პროექტით აგებული ლარკინის ადმინისტრაციული შენობა პირველი სრულად  კონდიციონირებული   თანამედროვე საოფისე ნაგებობაა.
ყირიმის გირეის გვარი რანგით მეორე ოჯახად ითვლებოდა ოსმალეთის იმპერიაში  ოსმანების შემდეგ.
ქრისტეფორე კოლუმბის ჟურნალი ინახება ინდოეთის არქივში,  სევილია,   ხუან დე ერერას მიერ აგებულ შენობაში, რომელიც იუნესკოს  მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
რომანოვების დინასტიის ყველაზე ადრეული ცნობილი წინაპრები მამის ხაზით იყვნენ ვინმე ბოიარი ანდრეი, მეტსახელადფაშატიდა მისი ვაჟი ფიოდორი, მეტსახელადკატა”.
ფლორენციელი  მანიერისტი  მოქანდაკე  ნიკოლო ტრიბოლო  ხშირადიტალიური ბაღის მამადიწოდებაკოზიმო I მედიჩისთვის  შექმნილი ღერძული გეგმისთვის ბობოლის ბაღებში.
მეამბოხე დონის კაზაკი სტენკა რაზინი ცოცხლად აკუწეს ლობნოე მესტოზე  მოსკოვში 1671 წლის 6 ივნისს.
საბჭოთა საესტრადო მომღერალმა კლავდია შულჟენკომ 500-ზე მეტი კონცერტი ჩაატარა  ალყაშემორტყმულ  ლენინგრადში 1941-42 წლებში.
საშობაო ალილო ”Carol of the Bells” თავდაპირველად  უკრაინული   საახალწო მოსალოცი სიმღერა იყო სახელადშედრიუკი”.
შმაგი ცხენის ქანდაკება სამხრეთ დაკოტაში 1948 წლიდან შენდება და დღემდე დაუსრულებელია. თუ დასრულდა, 195 სიგანითა და 172 სიმაღლით, ის უდიდესი სკულპტურა იქნება მსოფლიოში.
ამხედრებული ოტო ფონ ბისმარკის ერთადერთი ძეგლი ქალაქ  ბრემენში   მდებარეობს. ბისმარკი სამეფო გვარის არ იყო და ეს ეტიკეტის დარღვევად ითვლებოდა, რის გამოც იმპერატორი ვილჰელმ II ბრემენში არ ჩადიოდა.
საბჭოთა  და  ბრიტანულმა  ჯარებმა  ირანის ოპერაცია დაიწყეს ბრიტანეთისთვის  ნავთობის, ხოლო საბჭოთა კავშირისთვის ერთობ საჭირო ლენდ-ლიზის მოწოდების უზრუნველსაყოფად მეორე მსოფლიო ომის  პერიოდში.
საბჭოთა მომღერალმა ლიდია რუსლანოვამ ორი კატიუშას აწყობა დააფი- ნანსა, რომელიც მან 1942 წელს წითელ არმიას უსახსოვრა.
რუსი თოჯინების ოსტატი სერგეი ობრაზცოვი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს  თოჯინების   კოლექციას ფლობდა.
ბოვერის თეატრინიუ-იორკში, ხუთჯერ დაიწვა 17 წლის განმავლობაში.
1956 წელს კომპიუტერმა პირველად შეძლო ჭადრაკის მსგავსი პარტიის "ლოს-ალამოსის ჭადრაკისთამაში.
ზუგდიდის დრამატულ თეატრში დადგმული პირველი სპექტაკლი იყო  მოლიერის   "ძალად ექიმი", 1869 წლის 11 აპრილსანტონ ფურცელაძის მიერ.
ბრიტანული როკ-ბენდი ქუინის სიმღერა "The Show Must Go On" დაწერილია გიტარისტი ბრაიან მეის მიერ და მიეძღვნა ფრედი მერკურის  სურვილს გაეგრძელებინა  მუსიკის შექმნა მისი ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად.
მეორე მსოფლიო ომის  პერიოდში  აშშ-ში დაამუშავეს  უსიამოვნო სუნის გამავრცელებელი იარაღი "ვინ, მე?", რომლის მიზანი გერმანელი ოფიცრების შერცხვენა იყო.
სპოროტრიქოზი ქრონიკული სოკოვანი ინფექციაა, რომელიც მეტწილად ფერმერებს ემართებათ.
ჯექსონ პოლოკის „No. 5, 1948“  აუქციონებზე დღემდე გაყიდულ ფერწერულ ტილოთა შორის  უძვირფასესია.
დოლ-მაბაჰჩეს სასახლის (ოსმალეთის სულთნების რეზიდენცია) დარბაზების ჭერების მოსავარაყებლად თოთხმეტი ტონა ოქრო იქნა გამოყენებული.
ძველი პოლონური ლეგენდის თანახმად ჯადოქარი პან ტვარდოვსკი  პირველი ადამიანი იყო, რომელმაც  მთვარეზე დადგა ფეხი.
ამორფული ყინული წყლის მყარი ფორმაა, რომელსაც  მინის  მსგავსად  კრისტალისებური სტრუქტურა არ აქვს...
ფარხორის ავიაბაზა, რომელიც დუშანბედანტაჯიკეთი, 130 კმ-ში მდებარეობს,  ინდოეთის ერთადერთი სამხედრო ბაზაა მის ფარგლებს გარეთ.
1904 წლის შოტლანდიური იახტა „მედეადა ჯავშნოსანი „USS Texas“  უკანასკნელი დღემდე მოღწეული ხომალდებია, რომელთაც ორივე მსოფლიო ომში მიუღიათ მონაწილეობა.
შარლ მორის დე ტალეირანი ფრანგი დიპლომატი იყო, რომელმაც თანამდებობა  საფრანგეთის რამდენიმე რეჟიმის პერიოდში შეინარჩუნა, რის გამოც მისი გვარი მედროვეობისა და უპრინციპობის სინონიმი გახდა.
ბოლო დროს აღმოჩენილი კობის პორტრეტი სავარაუდოდ ერთ-ერთია უილიამ შექსპირის ორ პორტრეტთაგან, რომლებიც მისი სიცოცხლის პერიოდში შესრულდა.
მობილური ტელეფონით პირველი სატელეფონი კავშირი დაამყარა  მოტოროლას   მკვლევარმა მარტინ კუპერმა 1973 წელს ნიუ-იორკის ქუჩაში.
მუნჯი კინოს მსახიობს ჰარისონ ფორდსა და თანამედროვე კინოვარსკვლავს  ჰარისონ ფორდს, ორივეს აქვს საკუთარი ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.
ადოლფ ჰიტლერი თვითაღიარებული ვეგეტარიანელი იყოსაგანგებოდ აგებულ ვრცელ  სათბურში   მისთვის მოჰყავდათ ახალი  ხილი  და  ბოსტნეული  მეორე მსოფლიო  ომის განმავლობაში.
ტფილისის უნიკა საქართველოში გამოშვებული პირველი საფოსტო მარკა იყო, რომლის მხოლოდ სამი ნიმუშია დღეს შემორჩენილი და თითოეული $500,000 ღირს.
არმაზისხევის აბანო საქართველოში არქეოლოგების მიერ დღემდე აღმოჩე- ნილ  აბანოთაგან უძველესია.
ლიბერია ერთადერთი ქვეყანაა დასავლეთ აფრიკაში, რომელიც  კოლონიზებული  არასდროს  ყოფილა.
Augustiner Bräu მიუნხენის ერთადერთი გერმანული  ლუდსახარში  საწარმოა.
სოციოკრატია  არის  მმართველობის  ფორმა, რომელიც  კონსენსუსის  პრინციპებს ეყრდნობა.
ირლანდიის რესპუბლიკის მოქალაქეთა დაახლოებით ნახევარი საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.
ტატარას ხიდს მსოფლიოში ვანტურ ხიდებს შორის ყველაზე განიერი გაშლა აქვს.
ქალაქი ბრემენი, საიდანაც ბრემენელი მუსიკოსები წამოვიდნენკარლოს დიდის მიერ არის  დაარსებული.
გერმანელ კომპოზიტორ იოჰან სებასტიან ბახს 20 შვილი ჰყავდა, მათგან 4 კომპოზიტორი გამოვიდა.
ტაროს კარტის თანამედროვე დიზაინის პროტოტიპი მარსელის ტაროა.
ღრუბლების სიმაღლეს მეტეოროლოგიური ბუშტით საზღვრავენ.
გავლენიანი ძველეგვიპტელი კარისკაცი იუია ზოგიერთი მკვლევარის აზრით ისტორიული იოსები უნდა ყოფილიყო ძველი აღთქმის დასაბამის წიგნიდან.
რუსი პოლიტიკოსი  ვლადიმერ ნიკოლაევი, რომელსაც  რუსული მაფიის წევრობას მიაწერენ,  ვლადივოსტოკის  მერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი ოპონენტი ამ უკანასკნელის ოფისის წინ დატოვებულმა ნაღმმა იმსხვერპლა.
ირლანდიელმა ქიმიკოსმა რობერტ კეინმა (1809–1890) წყალბადის  ელექტრო დადებითობა  დაამტკიცა.
დეფისის ომი  ჩეხ  და  სლოვაკ  პოლიტიკოსებს შორის 1990 წელს სიტყვის "ჩეხოსლოვაკია"   დეფისით დაწერაზე უთანხმოებამ გამოიწვია.
რუანდელმა კინორეჟისორმა ერიკ კაბერამ კინემატოგრაფიაში კარიერის დაწყება გადაწყვიტა რუანდის გენოციდში  საკუთარი ოჯახის 32 წევრის დაკარგვის შემდეგ.
ინგლისსა და შოტლანდიას შორის მდინარე ტვიდზე გადებული იუნიონ ბრიჯი ერთ დროს ყველაზე გრძელი  დაკიდული  ხიდი იყო მსოფლიოში და ამჟამად შემორჩენილთაგან უძველესია.

ჩვეულებრივ ანკარას შესწევს უნარი 31 დღე იშიმშილოს და 1,5 სთ. წყალქვეშ იცუროს  ჟანგბადის გარეშე.


Комментариев нет:

Отправить комментарий