დამხმარე გვერდი

ჩემი უბის წიგნაკიდან.



იმის გამო, რომ მე-10 კლასის საგანი ,,ისტორიის შესავალი,, ძალზედ რთული, მოსაწყენი და ცოტა გრძელი ტემებისაგან შედგება, გადავწყვიტე, რომ მისი მოკლე კონსპექტი გამეკეტებინა, რომელიც მოსწავლეებსგაუძლიერებდა მოტივაციას, რომ წაეკითხათ და ძირითადი დაემახსოვრებინათ:

უძველესი ისტორიული ტექსტები.

უძველესი ისტორიულ ტექსტად ითვლება ძვ.. III ათასწლეულის ენთემენას კონუსის ტექსტი (ძვ.. XXIV), სადაც წერია, რომ შუმერული ლაგაშის მმართველმა ენთემენამ სძლია მეზობელ უმას მმართველს და დაეპატრონა სადაო ტერიტორიას, რის აღსანიშნავადაც გაკეთდა ეს წარწერა. ამგვარი წარწერები ავტორის ქმედებების ლეგიტიმაციას ანუ მოქმედების გამართლებას ემსახურებოდა.
ასეთივე დანიშნულება აქვს ხეთი მეფეების თელეფინუსა (ძვწ. XV) და ხათუსილი III (ძვწ. XIII) ტექსტებს.
ძვ. . VI-V სს საბერძნეთში ჩნდება ისტორიული შინაარსის ცანაწერები, რომელთა ავტორებს ,,ლოგოგრაფოსები“ ,,სიტყვის ჩამწერებიეწოდებოდათ. აქედან იწყება ბერძნული და მსოფლიო ისტორიოგრაფია.

ძველბერძნული ისტორიოგრაფია.

მისი პირველი წარმომადგენელია ციცერონის მიერ ,,ისტორიის მამადწოდებული ჰეროდოტე (ძვწ. V), რომლის ნაშრომის ,,ისტორია 9 წიგნადმიზანი იყო დავიწყებას არ მისცემოდა წარსული. ამის გამო იგი დიდი მოცულობით იყენებს გაგონილ თუ ზღაპრულ ელემენტებს, რის გამოც მას ხშირად ,,ტყუილის მამასაცუწოდებენ.
ჰეროდოტეს უმცროსი თანამედროვე იყო თუკიდიდე (ძვწ. V), რომელიც მონაწილეობდა პელოპონესის ომში და ეს მოვლენა ისე რეალურად ასახა ,,ისტორიაში“, რომ ,,ისტორიის მამასმასაც უწოდებენ.
ქსენოფონტის (ძვწ. V-IVსს) დაწერილი აქვს ,,ჰელენიკა“ - თუკიდიდეს ნაშრომის გაგრძელება და ,,ანაბასისი“ - ათენელ მოქირავნე ჯარისკაცთა მონაწილეობა აქემენიდურ სპარსეთის სამოქალაქო ომში.
პოლიბიოსი იყო ძვწ. II მოღვაწე, რომელმაც ხუთტომიან ,,ისტორიაშიაღწერა რომის მიერ საბერძნეთის დაპყრობა. იგი აქ პირველად შეეცადა შეექმნა მსოფლიო ისტორიის კურსი და პირველმავე წამოაყენა ხელისუფლების დანაწევრების იდეა.
სტრაბონი (ძვწ I- ახწ Iსს) მან თავის 17 ნაწილიან ,,გეოგრაფიაშიზუსტად აღწრა მაშინდელი ცნობილი მსოფლიო.

რომაული ისტორიოგრაფია.

მისი უდიდესი წარმომადგენელია იულიუს კეისარი (ძვწ I), რომელმაც დაწერა ,,კომენტარები გალიურ ომზე“ - რომელიც მოგვითხრობს მის ლაშქრობებზე გალიასა და ბრიტანეთში და ,,კომენტარები სამოქალაქო ომზე“ - გალიიდან მისი დაბრუნებიდან ეგვიპტეში ლაშქრობებამდე.
ტიტუს ლივიუსი (ძვწ I-ახწI სს) იყო საიმპერატორო კარის მასწავლებელი. დაწერილი აქვს ,,რომის ისტორია ქალაქის დასაბამიდანსადაც ძირითადად მოსაწონი თქმულებები აქვს დამუშავებული ისტორიული მეთოდების გამოყენებით.
რომაელ სენატორს კორნელიუს ტაციტუსს (I) დაწერილი აქვს ,,ანალები“ ,,გერმანია“  და ,,ისტორიარომელთა ფრაგმენტებმა მოაღწიეს ჩვენამდე.
ბერძენი ისტორიკოსი პლუტარქე (I), იყო რა რომის მოქალაქე, ითვლება რომაულ ბიოგრაფიული ჟანრის ისტორიკოსად. დაწერილი აქვს ,,პარალელური ბიოგრაფიებისადაც რომაელი და ბერძენი გამოჩენილი პირების ცხოვრება ასახა.
ანალოგიურ ჟანრში წერდა გაიუს სვეტონიუსი (I). მისი წიგნი ,,12 კეისრის ცხოვრებაუფრო ბულვარული ხასიათისაა და ჭორის დონეზეა დაწერილი.
ბოლო დიდი რომაელი ისტორიკოსია ბერძენი ამიანე მარცელინე (IV), რომელმაც გააგრძელა რა ტაციტუსის საქმე და დაწერა რომის ისტორია მეოთხე საუკუნემდე.

ბიზანტიური ისტორიოგრაფია.

ცნობილი ისტორიკოსი იყო ევსები კესარიელი (III-IVსს), რომელიც ბიბლიის ტექსტის დადგენაში მონაწილეობდა. იყო ნიკეის 1 საეკლესიო კრების დელეგატი. დაწერილი აქვს ,,საეკლესიო ისტორიადა ,,კონსტანტინეს ცხოვრება“, სადაც ანტიკური და ქრისტიანული სიუჟეტების შერწყმას ცდილობს.
გელასი კესარიელი (IV) არის ევსები კესარიელის შრომების გამგრძელებელი საეკლესიო ისტორიის საქმეში.
პროკოპი კესარიელი (VI) მიჩნეულია ძველი სამყაროს ბოლო დიდ ისტორიკოსად; დაწერა ,,იუსტინიანეს ომები“, ,,საიდუმლო ისტორიასადაც იუსტინიანეს მმართველობაა გაკრიტიკებული.
პროკოპის ისტორია იუსტინიანეს მმართველობის შესახებ გააგრძელა ბერძენმა იურისტმა აგათია სქოლასტიკოსმა (VI) ხუთ წიგნად, რომელიც მეტ-ნაკლები ობიექტურობით გამოირჩევა.
X. ცნობილი ისტორიკოსია იმპერატორი კონსტანტინე პორფიროგენეტი, რომელსაც დაწერილი აქვს ,,ცერემონიების და სახელმწიფოს მართვის შესახებ“, ბიზანტიის ისტორია IX-X საუკუნეებში, სადაც მაშინდელი ეპოქის საინტერესო ანალიზია მოცემული.
XI-XIIსს ისტორიკოსი იყო იმპერატორ ალექსი კომნენოსის შვილი ანა კომნენე, რომელმაც დაწერა ,,ალექსიადა“, სადაც 1 ჯვაროსნული ომი და ბიზანტიის პრობლემებია გაშუქებული.

ძველი სომხური ისტორიოგრაფია.

პირველი ისტორიკოსები იყვნენ: კორიუნი (V), რომელმაც დაწერა სომხური დამწერლობის შემქმნელის მესროპ მაშტოცის ცხოვრებააგათანგელოსი (V), რომელმაც დაწერა სომეხთა განმანათლებლის გრიგოლ პართელის ცხოვრებაფავსტოს ბუზანდი (V), ლაზარ ფარპეცი (V), რომელსაც ვახტანგ გორგასალის დროის პერიოდი აქვს აღწერილი.
V ისტორიკოსი მოვსეს ხორენაცი ითვლება სომხური ისტორიის მამად, რადგან მან პირველმა ასახა სომხეთის გაბმული ისტორიის შინაარსი ,,სომხეთის ისტორიაში“.
VII. ისტორიკოსი ანანია შირაკაცი ცნობილია თავისი მათემატიკური და გეოგრაფიული შრომებით.
ბიზანტია-ხაზარების კავკასიაში ლაშქრობა  და თბილისის აღება აღწერილი აქვთ VIII . ისტორიკოსებს სებეოსსა და ლევონდის, ხოლო უფრო დაწვრილებით X საუკუნის ისტორიკოსებს მოვსეს კალანკატვაცის და თომა არწრუნს.
არაბთა ლაშქრობებზე და ბიზანტია-კავკასიის დამოკიდებულების პრობლემებზე წერდნენ X-XI საუკუნის მიჯნის ისტორიკოსები იოვანე დრასხანაკერტცი და სტეფანოზ ტარონელი.
სელჩუკებისა და კავკასიის დაპირისპირებასა და XI-XII .   შესახებ დაწერილი აქვთ არისტარკეს ლასტივერცის და მათეოს ურჰაელს, რომელსაც დიდგორის შესახებ აქვს ცნობები დაცული.
XII-XIIIსს. მოღვაწეობდნენ კანონმდებელი მხითარ გოში, კირაკოს განძაკეცი, სტეფანოზ ორბელიანი. XV ისტორიკოსს თომას მეწოფეცის დაწერილი აქვს ,,თემურ-ლანგის ისტორია
XVII-XVIIIსს მოღვაწეობენ არაქელ თავრიზელი. ზაქარია სარკავაგი, ჰასან ჯალალიანცი.


ქართული ისტორიოგრაფია.

საქართველოს ისტორიის შესწავლის ძირითადი წყაროა ,,ქართლის ცხოვრება,, - ისტორიულ თხზულებათა კრებული, რომელიც აერთიანებს ძველი ქართველი ისტორიკოსების თხზულებებს უძველესი დროიდან XVIII საუკუნემდე.
 ძველი ავტორების ნაშრომები მოგვიანებით შეცვალეს რედაქტორებმა: ნაწარმოებთა დასაწყისი ან ბოლო მათ მიერ იკვეცებოდა ისე, რომ თხზულებები ბუნებრივად გადაბმოდა ერთმანეთს და ისტორიული მოვლენების უწყვეტი თხრობის ეფექტი  მიღწეულიყო.
,,ქართლის ცხოვრება,, აერთიანებს ძველი ციკლისა (XIV მდე) და ახალი ციკლის (XIV–XVII სს.) თხზულებებს. პირველად ეს კრებული XII საუკუნეში შეადგინეს და მასში შედიოდა თხზულებები, რომელშიც აღწერილი იყო ისტორია VIII საუკუნემდე; მოგვიანებით მას დაემატა VIII–XII საუკუნეების პერიოდის ამსახველი ნაშრომები, ბოლოს კი XII–XIV საუკუნეების ისტორია. ამ სახით ,,ქართლის ცხოვრებამ,, იარსება ვახტანგ VI დრომდე - XVIII საუკუნემდე; ამ დროს მისი ბრძანებით შეიქმნა ,,სწავლულ კაცთა კომისია,, ბერი ეგნატაშვილის ხელმძღვანელობით, რომელსაც დაევალა სხვადასხვა წყაროების საფუძველზე დაეწერათ XIV–XVII საუკუნეების ისტორია.
,,ქართლის ცხოვრების,,   ძველ ციკლში შედის:
ლეონტი მროველი რუისის ეპისკოპოსი - (XI) – ,,ცხოვრება მეფეთა,, და ,,მოქცევა ქართლისა ნინოს მიერ,, – უძველესი დროიდან V მდე; ,,წამება არჩილისი,, – VIII .
ჯუანშერი - (XI ) –,,გორგასლის ცხოვრება,, (V–VII სს.)
უცნობი - (XI ) –,,მატიანე ქართლისა,, (VIII–XI სს)
უცნობი - (XII )–ცხოვრება დავითისი,, (XI–XII სს)                                     
სუმბატ დავითის ძე - (XI ) –,,ცხოვრება ბაგრატონიანთა,, (VI–XI სს)
უცნობი - (XIII ) –,,ლაშაგიორგის დროინდელი ისტორია,, (XII–XIII სს)
თამარის პირველი ისტორიკოსი - (XIII )–,,ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი,, (XII–XIII სს);
ბასილი ეზოსმოძღვარი - (XIII ) –,,ცხოვრება თამარისი,, (XII–XIII სს)
ჟამთააღმწერელი - (XIV ) –,,მონღოლთა დროინდელი ისტორია,, (XIII-XIV სს)

XVII საუკუნის ქართული ისტორიოგრაფია.

,,ქართლის ცხოვრებაგიორგი ბრწყინვალის ეპოქით მთავრდებოდა. XVII. მეორე ნახევარში შემდგომი დროის აღწერა შესძლო სპარსეთში მოღვაწე გორელმა ისტორიკოსმა ფარსადან გორგიჯანიძემ, რომელმაც დაწერა ,,საქართველოს ისტორია გაქრისტიანებიდან XVII ბოლომდე“. სწორედ მან უწოდა დავით IV პირველად აღმაშენებელი.

XVIII საუკუნის ქართული ისტორიოგრაფია.

ამ დროის ცნობილი ისტორიკოსია ვახტანგ VI-ის უკანონო ვაჟი ვახუშტი ბატონი- შვილი, რომელმაც რუსეთში გამოსცა ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ - დასაბამიდან XVIII შუახანებამდე. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან თან დაურთო კავკასიის და საქართველოს რუქები, ანუ იგი არის ქართული კარტოგრაფიის და გეოგრაფიის  ,,მამა“.
სეხნია ჩხეიძემ  დაწერა ,,მეფეთა ცხოვრება“, სადაც გადმოსცა ქართლ-კახეთის XVII-XVIII სს მიჯნის ისტორია.
პაპუნა ორბელიანის ,,ამბავი ქართლისანიჩხეიძის გაგრძელებას წარმოადგენს და მასში XVIII. შუა ხანების ქართლ-კახეთის ისტორიაა გადმოცემული.
ომან ხერხეულიძემ დაწერა ,,მეფობა ირაკლი მეორისასადაც იგი ადიდებს ამ მეფის მოღვაწეობას.

XIX საუკუნის ქართული ისტორიოგრაფია.

იმის გამო, რომ XIX საუკუნეში საქართველო რუსეთის ფარგლებში აღმოჩნდა, საქა- რთველოს ისტორიის კვლევა რუსეთში გაჩაღდა: გიორგი XII ძეებმა დავით, იოანე, ბაგრატ და თეიმურაზ ბატონიშვილებმა დასაბამი მისცეს ქართველოლოგიურ კვლევა-ძიების დაწყებას. მათ მეცნიერულ მნიშვნელობაზე ისიც მიუთითებს, რომ თეიმურაზი რუსეთის აკადემიის წევრადაც კი აირჩიეს 1837 წელს
მნიშვნელოვანი არის ფრანგი მეცნიერის მარი ბროსეს მოღვაწეობა, რომელმაც გამოსცა ,,რუსეთში ქართული საფლავის წარწერებიდა შვიდტომიანი ,,ქართლის ცხოვრება
პეტერბურგში მოღვაწეობდა ალექსანდრე ცაგარელი, რომელმაც ამავე უნივერსიტეტში გახსნა ქართული სიტყვიერების კათედრა.
მნიშვნელოვანი ისტორიკოსები იყვნენ ნიკოლოზ დადიანი, რომელმაც დაწერა ,,ქართველთ ცხოვრება“ (უძველესი დროიდან 1823 წლამდე), პლატონ იოსელიანი, რომელმაც დაწერა ,,გიორგი XIII ცხოვრება“, დიმიტრი ბაქრაძე, რომლის ინიციატივით დაარსდა კავკასიის არქეოლოგიური საზოგადოება, საეკლესიო მუზეუმი. იგი ითვლება ქართული პალეოგრაფიის მამად. მანვე შეადგინა საქართველოს ისტორიის შესასწავლი პროგრამები. მნიშვნელოვანია თედო ჟორდანიას მოღვაწეობა, რომელმაც შეკრიბა და 3 ტომად გამოსცა ,,ისტორიის ქრონიკები

XX საუკუნის  ქართული ისტორიოგრაფია.

ამ დროის ისტორიკოსებიდან განსაკუთრებულია ნიკო მარი (1864-1934წწ) და ექვთიმე თაყაიშვილი (1863-1953წწ), რომლებიც ძირითადად კლარჯეთსა და სინას მთაზე არქეოლოგიურ ექსპედიციებიდან მოპოვებულ მასალებს კრებდნენ, იკვლევდნენ და გამოსცემდნენ ძველ ქართულ აგიოგრაფიულ ნაწარმოებებს. დიდი დამსახურებისათვის თაყაიშვილს ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესიუწოდეს.
მნიშვნელოვანი იყო ივანე ჯავახიშვილის (1876-1940წწ) მოღვაწეობა, რომელმაც საქართველოს  და სომხეთის ისტორიის ღრმა კვლევა განახორციელა. მისი მთავარი ნაწარმოებია ხუთტომიანი ,,ქართველი ერის ისტორია“.
ივანე ჯავახიშვილმა შექმნა ისტორიის სამეცნიერო სკოლა, რომლის წარმომადგენლები არიან სიმონ ჯანაშია, რომელიც იკვლებდა ძირითადად ქართველთა ეთნოგენეზს, ნიკო ბერძენიშვილი, რომელმაც ქართული ფეოდალური ეპოქის პრობლემები დაამუშავა, გიორგი მელიქიშვილი, რომელიც კავკასიის ხალხთა და მათ შორის ქართველთა წარმომავლობის პრობლემებს იკვლევდა, შოთა მესხია - იკვლევდა ქვენის სოციალურ-ეკონომიუკრ პრობლემებს და გიორგი წერეთელი, რომელიც ითვლება ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის ფუძემდებლად.

შუა საუკუნეების ევროპული ისტორიოგრაფია.

ევროპული ისტორიოგრაფია ქრისტიანული თეოლოგიისა და ბიზანტიური მწერლობის გავლენით ჩამოყალიბდა ლათინურ ენაზე. ადრეულ ევროპულ ისტორიულ მწერლობის ჟანრს ანალები ეწოდება, რომელიც წლის მნიშვნელოვანი მოვლენების მშრალი ნუსხა იყო.
პირველი პროფესიონალი ისტორიოგრაფი ევროპაში იყო გეორგიუს ფლორენტიუსი, ანუ გრიგოლ ტურელი (VI), რომელმაც დაწერა ,,ფრანკების საეკლესიო ისტორია“.
VII-VIIIსს მოღვაწეობდა ,,პირველი ინგლისელი ისტორიკოსიბედა პატივდებული, რომელმაც დაწერა ,,ანგლების საეკლესიო ისტორიასადაც მან პირველმა მოგვცა ქრისტიანული წელთაღრიცხვის კალენდარი.
VIII-IXსს აახენში იმპერატორ კარლოს დიდის მოწვევით მოღვაწეობდა აინჰარტი, რომელმაც პირველმა დაწერა მეფის ბიოგრაფია ჟანრში ნაწარმოები - ,,კარლოს დიდის ცხოვრება

შუა საუკუნეების მუსლიმური ისტორიოგრაფია.

მისი დამახასიათებელი ნიშანი იყო ის, რომ თუ ევროპული ისტორიოგრაფია ქმნიდა კონკრეტული ერების ისტორიას, მუსლიმური ისტორიოგრაფია ქმნის კონკრეტულად მუსლიმური სამყაროს ერთიან უნივერსალურ ისტორიებს.
პირველ დიდ არაბ ისტორიკოსად მიიჩნევა ალ ტაბარი (IX-Xსს), რომელმაც გადმოცემების და ლეგენდების გამოყენებით დაწერა ,,მოციქულთა და მეფეთა ისტორიამას მუსლიმ ლივიუსს უწოდებენ. X. მოღვაწეობდა ალ მასუდი, რომელსაც არაბ ჰეროდოტეს უწოდებენ. X-XIსს. ცნობილი ისტორიკოსი იყო იბნ მისკავაიჰი, რომელიც განსაკუთრებულად ზრუნავდა მოვლენების გადმოცემის სისწორეზე.
სპარსულ ენაზე ქმნიდა XIII მოღვაწე რაშიდ ად დინი, რომელმაც შეადგინა მსოფლიო ისტორია ,,ჯამი ათ თავარიხ“, რომელიც პირველად გასცდა მუსლიმურ რეგიონს და მეზობელი არამუსლიმური ქვეყნების ისტორიებიც მოიცვა.
მუსლიმურ-ქრისტიანული იდეების შერწყმა მოხდა ესპანეთში მოღვაწე ებრაელი სწავლულის მაიმონიდის (XII-XIIIსს) შემოქმედებაში.
ყველაზე გამორჩეული იყო იბნ ხალდუნი (XIV-XVსს), რომელსაც მუსლიმური ისტორიის მამას უწოდებენ. მან დაწერა ,,მუკადიმა“ (შესავალი), სადაც საზოგადოებრივი განვითარების ზოგადი სურათის ანალიზი მოგვცა. ამის გამო მას სოციოლოგიის მამას უწოდებენ.

პირველი ჰუმანისტი ისტორიკოსები.

ისინი პირველად ჩნდებიან რენესანსის დროს, რომლის დროსაც იწყება ანტიკური კულტურის ხელახალი შესწავლა და ამიტომაც ამ პერიოდის სახელი ასე ითარგმნება - ხელმეორედ დაბადება. ეს სახელი ამ პერიოდს უწოდეს XIX საუკუნის ისტორიკოსებმა მიშლემ და ბურკჰარდმა. თუ შუა საუკუნეების ისტორიოგრაფია ისტორიაში მხოლოდ ღვთის ხელს ხედავდა (მღვდელ ნეტარი ავგუსტინეს გავლენით), რენესანსმა ისტორიაში ადამიანის ნება აღმოაჩინა.
ამ ეპოქის მესაფუძვლე არის იტალიელი ფრანჩესკო პეტრარკა (XIV), რომელმაც ძველი მონეტებისა და ხელნაწერების საფუძველზე დაიწყო ისტორიული მოვლენების მტკიცებულება.
იტალიელი ლორენცო ვალა (XV) იყო პირველი, რომელმაც ისტორიული დოკუმენტების კრიტიკული შესწავლა დაიწყო.
ამ დროს იშობა ადამიანის საქმიანობის ისეთი სფერო, როგორიცაა პოლიტიკა და მისი წარმოება. მისი მესაფუძვლენი არიან ნიკოლო მაკიაველი (XV-XVIსს) და ფრანჩესკო გვიჩარდინი (XV), სწორედ მაკიაველის ეკუთვნის გამოთქმა თავის ნაშრომში ,,მთავარი“: ,,მიზანი ამართლებს საშუალებას“, და მანვე ხელისუფლების მონაცვლეობის პრინციპი დაადგინა: ერთმმართველობა (პრინციპატი) - ტირანია - ოლიგარქია - დემოკრატია; ხოლო გვიჩარდინმა კი საფუძველი ჩაუყარა მეცნიერებას - დიპლომატიის ისტორიას.
XVI. ფრანგმა იურისტმა ჟან ბოდენმა პირველმა უარყო ისტორიის ,,ოთხ სამეფოდდაყოფოს წესი და იგი ჩაანაცვლა სამი სტადიის წესით: აღმოსავლეთის ხალხების, ხმელთაშუაზღვისპირათის ერების და ჩრდილოევროპული ერების ისტორიული ხანებით. მან პირველმა შემოიტანა გეოგრაფიული ფაქტორის როლი ისტორიულ  მოვლენებში და განსაზღვრა ისტორიის, როგორც ადამიანის საქმიანობის შემსწავლელი დისციპლინა. მანვე გამოყო ღვთიური, ბუნებრივი და ადამიანური ისტორიის დისციპლინები.
ინგლისში XVI. ცნობილი ისტორიოგრაფი იყო ფრენსის ბეკონი, რომელიც თვლიდა, რომ ისტორიის მიზანია ,,აღმწერისმოვალეობა წარსულის მიმართ.

ქართველი მოგზაურები.

მათი ჩანაწერები წარმოადგენენ ისტორიულ წყაროს. საქართველოში მისი პირველი მაგალითია XIII პოეტის ჩახრუხაძის ,,თამარიანი“, საიდანაც ვიგებთ, რომ ავტორს ჩინეთ-ინდოეთი აქვს მოვლილი.
XVIII. ევროპაში იმოგზაურა და ამის შესახებ დაგვიტოვა ჩანაწერი ,,მოგზაურობა ევროპაშისულხან-საბა ორბელიანმა.
ამ დროსვე იმოგზაურა ოსმალეთსა და წმინდა მიწაზე ტიმოთე გაბაშვილამ და ამის შესახებ დაწერა ,, მიმოსვლა“.
XVIII-XIXსს მიჯნაზე ინდოეთში სამჯერ იმოგზაურა რაფიელ დანიბეგაშვილმა და ამის შესახებ დაწერა ,,მოგზაურობა ინდოეთში ქართველი ვაჭრისა“, რომელიც მოსკოვში რუსულად გამოიცა.

შუა საუკუნეების მოგზაურთა ჩანაწერები.

ამ დროისათვის პოპულარული იყო მოგზაურობა მონღოლეთსა და ჩინეთში. ამ მხრივ საყურადღებოა იტალიელი პლანო კარპინის (XIII) ,,ისტორია მონღოლთა“, ფრანგი ელჩის გიიომ რუბრუკის (XIII) ,,მოგზაურობა აღმოსავლეთში“, ვენეციელი ვაჭრის მარკო პოლოს (XIII-XIVსს) ,,სამყაროს მრავალფეროვნებისათვის
მოგზაურობის ჟანრის მუსლიმი წარმომადგენელია არაბი იბნ ბატუტა (XIV), რომელმაც იმოგზაურა აღმოსავლეთსა და ევროპაში და დაწერა ,,მოგზაურობა“.

ახალი დროის მოგზაურები.

XVI-XVIIIსს. ევროპელთა ინტერესი მსოფლიოს რეგიონებისადმი ძალზედ გაიზარდა. მიზეზი იყო კათოლიკობის გავრცელება. ამ პრობლების შესწავლა-განხორციელების მიზნით აღმოსავლეთში მოგზაურობდნენ: იტალიელი მისიონერი კრისტოფორო დი კასტელი (XVII), ფრანგი ვაჭარი ჟან შარდენი (XVII), ფრანგი ბოტანიკოსი ჟოზეფ ტურნეფორი (XVII), რომელმაც პირველმა დახატა თბილისის ხედი, გერმანელი ექიმი იოჰან გიულდენშტედტი (XVIII), რომლებმაც თავიანთ ჩანაწერებში განსაკუთრებით გაამახვილეს ყურადღება საქართველოზე.

XVIII. ევროპული ისტორიოგრაფი.

1727 წელს ნეაპოლელმა ჯამბატისტა ვიკომ გამოსცა წიგნი ,,ახალი მეცნიერება“, სადაც მან წამოაყენა იდეა, რომ ისტორია ვითარდება სპირალურად, თავისი დამახასიათებელი ცივილიზაციებით. ამგვარ ისტორიაში სამი ფორმა არსებობს: ბავშვობა ანუ ღვთაებრივი პერიოდი, სიჭაბუკე ანუ გმირების საუკუნე, და მოწიფულობა ანუ ადამიანური პერიოდი. შესაბამისად ისტორია ვითარდება პრიმიტიულიდან მარალგანვითარებულ მდგომარეობამდე და აღმავლობას აუცილებლად მოყვება დაკნინება.
ფრანგი განმანათლებლების ვოლტერისა და მონტესკიეს შემოქმედებაში ისტორია სხვა არაფერია, თუ არა გაუნათლებლობის ხანა, ბარბაროსობა და ცრურწმენების ეპოქა, რომლის წინააღმდეგ ანუ ბნელი წარსულის წინააღმდეგ განათლებულმა გონებამ უნდა გაილაშქროს. ვოლტერი ამგვარ ,,ნათელ გონებად“ თვლის ლუი XIV, პეტრე I.
შოტლანდიელი ისტორიკოსი დევიდ იუმი თვლიდა, რომ საზოგადოების წეს-ჩვეულებების ფუნდამენტური ცვლილებას და მის განვითარებას განაპირობებს ეკონომიკური გარდატეხა.
ისტორიის კვლევის კრიტიკული მეთოდი დაადგინეს  გერმანელმა ისტორიკოსებმა ლეოპოლდ რანკემ, თეოდორ მომზენმა და იოჰან დროიზენმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ისტორია ისე უნდა გადმოსცე, როგორც ეს სინამდვილეში ხდებოდა. მათი მითითებით ისტორიის კვლევის საქმეში ჩართულ იქნა წერილები, საარქივო მასალები, მოხსენებები, მემუარები. ამ მიმდინარეობის მინუსი იყო ისტორიული ეპოქის თავმოყრა რომელიმე დიდი პიროვნების გარშემო, .მაგ. კეისრის, ნაპოლეონის.

XIX საუკუნის ისტორიოგრაფია. პოზიტივიზმი.

პოზიტივისტი იმ ისტორიკოსებს ეწოდებათ, ვინც დარწმუნებულია ისტორიული კვლევის მეთოდის მეცნიერულობაში და სჯერა, რომ მის მეშვეობით შესაძლებელია ისტორიული ჭეშმარიტების დადგენა. მისი მესაფუძვლეა ფრანგი ისტორიკოსი შარლ სენიობოსი.
 ,,სოციოლოგიის მამა“, ფრანგი მეცნიერი ოგიუსტ კონტი კი აცხადებდა, რომ ამგვარი ჭეშმარიტების დადგენა აუცილებლად უნდა მოხდეს. ოღონდ იგი აქვე მიუთითებდა, რომ ისტორიაში არის მიზეზობრიობის წინასწარ განსაზღვრულობა, რასაც დეტერმინიზმი ეწოდება; ანუ ისტორია ადამიანისაგან დამოუკიდებლად იმართება და ისტორიკოსმა ეს ,,ზოგადი კანონები“ უნდა აღმოაჩინოს.
დასრულებული სახე პოზიტივიზმმა მიიღო შარლ ლანგლუას შემოქმედებაში, რომელმაც განაცხადა, რომ როდესაც ყველა დოკუმენტი აღმოჩენილ იქნება და შეისწავლება, ამის მერე დასრულდება ისტორიული კვლევა. ოღონდ ეს უნდა იყოს ობიექტური კვლევა.
ცნობილი პოზიტივისტი იყო ფრანგი მეცნიერი იპოლიტ ტენი, რომელმა საზოგადოების განვითარება და ისტორიული ცვლილებები ,,ბუნებრივი გარემოს“ ზემოქმედებას ანუ გარეშე მიზეზებს დაუკავშირა.

XX საუკუნის ისტორიოგრაფია.

XX საუკუნეში ისტორიოგრაფია უარყოფს საბუნებისმეტყველო მეცნიერებისათვის დამახასიათებელ კვლევის პრინციპებს. ეს იდეა პირველად წამოაყენა გერმანელმა ვილჰელმ დილთეიმ.
შემდგომ მისი იდეები განავრცეს იტალიელმა მეცნიერმა ბენედეტო კროჩემ და ინგლისელმა ისტორიკოსმა რობინ კოლინგვუდმა, რომლებმაც განმარტეს, რომ ისტორია კი არ უნდა ეძებდეს კანონებს ან ამტკიცებდეს, არამედ ისტორია მხოლოდ მოგვითხრობს. კოლინგვუდი აცხადებდა, რომ ,,ხელშეუხებელი ისტორიული დოკუმენტებიარ არსებობენ და მათ მომხრეებს ,,მაკრატლისა და წებოსისტორიკოსები უწოდა.
XX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში წარმოიშვა ,,ანალების სკოლა“, რომლის ფუძემდებელი იყო ფრანსუა სიმიანი, ხოლო წევრები ლუსიენ ფევრი, მარკ ბლოკი, ფერნან ბროდელი. მათი თავიანთ შრომებში მოვლენების ტრადიციული თხრობის ნაცვლად შემოიტანეს ,,ტოტალური ისტორიისკვლევის პრინციპი, რომლის მიხედვით ისტორიულ კვლევას ადამიანის საქმიანობის უკლებლივ ყველა სფერო უნდა მოეცვა, რაც ნიშნავდა პოლიტიკური ისტორიის ბატონობის დასასრულს. ამასთანავე საჭირო იყო მომიჯნავე მეცნიერებთან მჭიდრო კავშირი.

მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაცია.

მსოფლიო ისტორია, როგორც ვიცით იწყება დამწერლობით, რომელიც პირველად დაახლოებით 5 ათასი წლის წინ დაიწყო შუმერთა ლურსმული დამწერლობით.
ისტორიის უკეთ აღთქმის მიზნით უძველესი დროიდან ხდებოდა მისი პერიოდებად დაყოფა. პირველი ამგვარი მცდელობა მოცემულია ძველ შუმერულ წყაროებში, რომლის მიხედვით ადამიანები თავდაპირველად უდარდელად ცხოვრობდნენ დილმუნში, სადაც უზენაესი ღმერთი ენლინი მეფობდა. შემდეგ იწყება ,,მეფობაანუ ისტორიული ხანა, რომელსაც წარღვნა ორ ნაწილად ყოფს. სწორედ აქედან ვრცელდება ისტორიის პერიოდიზაცია ევროპაში.
ბერძენი პოეტი ჰესიოდე (ძვ.. VIII-VIIსს) თავის პოემაში ,,სამუშაონი და დღენიასეთ პერიოდიზაციას გვთავაზობს: ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, გმირთა და რკინის ხანები.
რომაელი პოეტის ოვიდიუსის ,,მეტამორფოზებში“ (Iს.) ისტორიის იგივე თანამიმდევრობაა გადმოცემული, ,,გმირთა ხანის“ გარდა.
ახალი ტიპის პერიოდიზაცია შემოგვთავაზა ეგვიპტელმა ელინისტმა ისტორიკოსმა პტოლემაიოსმა (90-160წწ), რომელმაც ისტორია დაყო ,,მსოფლიო იმპერიების მიხედვით“: ბაბილონის მეფეთა, სპარსეთის მეფეთა, მაკედონიის მეფეთა, ეგვიპტის მეფეთა და რომის იმპერატორთა მმართველობის პერიოდებად.
შუა საუკუნეებში შემოდის სამყაროს ,,ოთხ სამეფოდდაყოფის თეორია, რომელიც ბიბლიურ დანიელ წინასწარმეტყველის სიზმარს იყო დაფუძნებული. მის მიხედვით პირველი ნაბუქოდონოსორის სამეფო იყო; მას მოჰყვებიან ვერცხლის, სპილენძის და რკინის ანუ რომაული სამეფოები, რომელსაც მარადიული ზეციური ანუ ქრისტიანული სამეფო დაასრულებდა. ამ თეორიაზე დაყრდნობით ბიზანტიელმა ისტორიკოსმა ევსები კესარიელმა (267-330წწ), ახალი პერიოდიზაცია დააფუძნა, რომლის მიხედვით ისტორია იყოფა: ასირიულ-ბაბილონურ, მიდიურ-სპარსულ, ბერძნულ-მაკედონურ და რომაულ სამეფოებად. ისტორიის ასეთი დაყოფა მიღებული იყო ბიზანტიის დაცემამდე 1453 წლამდე.
,,ოთხი სამეფოს“ თეორია უარყო ფრანგმა მეცნიერმა ჟან ბოდენმა (1530-1596წწ), ხოლო მე-XVII საუკუნეში ჰალეს უნივერსიტეტის გერმანელმა პროფესორმა ქრისტეფორე კელერმა (ცელარიუსი) შემოიღო ისტორიის დაყოფის სამწევროვანი სისტემა:
1) ძველი - დასაბამიდან მილანის ედიქტის მიღებამდე (313);
2) შუა - კონსტანტინე დიდიდან კონსტანტინოპოლის დაცემამდე და
3) ახალი ისტორია - კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ.
მე-XVIII საუკუნეში შოტლანდიელმა ეკონომისტმა ადამ სმიტმა ისტორია დაყო ოთხ ეკონომიკურ სტადიად: მონადირეობა-შემგროვლებლობის, მესაქონლეობის, მიწათმოქმედების   და კომერციის პერიოდებად.
მე-XIX საუკუნის შუა ხანებში გერმანელმა რევოლუციონერმა  კარლ მარქსმა ისტორისს ასეთი დაყოფა შემოგვთავაზა: პირველყოფილი თემური წყობილება, მონათმფლობელური საზოგადოება, ფეოდალიზმი, კაპიტალიზმი, სოციალიზმი და მომავლის უკლასო საზოგადოება - კომუნიზმი.
უკვე XX საუკუნეში გერმანელმა ისტორიკოსმა  ოსვალდ შპენგლერმა და ინგლისელმა არნოლდ ტოინბიმ  შემოიტანეს ცნება, რომელსაც საფუძვლად უდევს პერიოდიზაციის ცივილიზაციების მიხედვით დაყოფა, რომლის მიხედვით ისტორია სხვადასხვა ცივილიზაციების მონაცვლეობებისაგან შედგება და რომელთაც ერთმანეთთან საერთო არა აქვთ. ეს ცივილიზაციებია: ბაბილონური, ეგვიპტური, ინდური, ჩინური, ბერძნულ-რომაული ანუ კლასიკური, მაია-აცტეკების, არაბული, მართლმადიდებლურ-რუსული და დასავლეთ ევროპული.
ამ დროსვე ინგლისელმა ისტორიკოსმა ერიკ ჰობსბაუმმა პირველად შემოიტანა ცნება ,,უახლესი ისტორია“, რომელიც 1 მსოფლიო ომის დასრულებიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე პერიოდს მოიცავს - 1918-1991წლებს.
თანამედროვე  ისტორიოგრაფიაში ისტორიული პერიოდი შემდეგ პერიოდებად იყოფა:
1.             პრეისტორიული ეპოქა ანუ პირველყოფილი საზოგადოება - ადამიანის წარმოშობიდან დაახლოებით 3 000 წლამდე ჩვენს ერამდე. (ეგვიპტის გაერთიანებით)
2.            ძველი ისტორია, ცივილიზაციის წარმოშობიდან რომის იმპერიის დანგრევამდე - 476 წელს. ამ დროსაა მონათმფლობელური  წყობილება.
3.            შუა საუკუნეების პერიოდი, XV საუკუნის ბოლომდე - დიდი გეოგრაფიული აღმოჩენათა ეპოქით. ამ დროსაა ფეოდალური წყობილება.
4.            ახალი ისტორია, 1 მსოფლიო ომის დამთავრებამდე, 1918 წლამდე. ამ დროსაა კაპიტალისტური წყობილება.
5.             უახლესი, დღემდე. ამ დროს იყო სოციალისტური წყობა, რომელიც შეიცვალა პოსტკაპიტალისტური წყობილებით.

ისტორიის მთავარი ხანები.



ისტორიაში 3 ძირითად ხანას გამოყოფენ: ქვის ხანა, სპილენძის და რკინის. პირველად ამგვარ პერიოდებად ისტორია დაყო ძვ.წ. I ს. რომაელმა მწერალმა ტიტუს ლუკრეციუსმა თავის პოემაში ,,საგანთა ბუნებისათვის“.

















Комментариев нет:

Отправить комментарий